https://sputnik-georgia.com/20260116/saqartvelos-tavdacvisa-da-sagareo-saqmeta-ministrebi-kataris-elcs-sexvdnen-296668679.html
საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები კატარის ელჩს შეხვდნენ
საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები კატარის ელჩს შეხვდნენ
Sputnik საქართველო
შეხვედრებზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. 16.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-16T18:21+0400
2026-01-16T18:21+0400
2026-01-16T18:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვა
კატარი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/10/296665075_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_0516d7d8ad0e55a7f4fdf19190cf55d9.jpg
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კატარის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი იუსუფ აბდულრაჰმან ალ-მულასთან გაცნობითი შეხვედრა გამართეს. თავდაცვის მინისტრმა მას საქართველოში ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია კატარის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო კატარის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერის მიწვევით ირაკლი ჩიქოვანის დოჰაში ვიზიტისა და კოლეგასთან შეხვედრის საკითხებს. კატარის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა მაკა ბოჭოროშვილმაც. საგარეო უწყების ხელმძღვანელთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხებსა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებს. გამოითქვა თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურების მზაობა და ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. გარდა ამისა, აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს თბილისში გაიმართება პოლიტიკური კონსულტაციები ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგის განსაზღვრაში. საქართველომ და კატარმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წელს დაამყარეს. 2012 წლის ნოემბერში კატარში გაიხსნა საქართველოს საელჩო, ხოლო 2013 წლის აგვისტოში საქართველოში – კატარის დიპლომატიური წარმომადგენლობა.
საქართველო
კატარი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/10/296665075_121:0:1942:1366_1920x0_80_0_0_ec9a2fa31b9777a210d5c5605f8b1d84.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს თავდაცვა, კატარი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს თავდაცვა, კატარი
საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები კატარის ელჩს შეხვდნენ
შეხვედრებზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კატარის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი იუსუფ აბდულრაჰმან ალ-მულასთან გაცნობითი შეხვედრა გამართეს.
თავდაცვის მინისტრმა მას საქართველოში ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია კატარის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო კატარის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერის მიწვევით ირაკლი ჩიქოვანის დოჰაში ვიზიტისა და კოლეგასთან შეხვედრის საკითხებს.
კატარის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა მაკა ბოჭოროშვილმაც. საგარეო უწყების ხელმძღვანელთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხებსა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებს. გამოითქვა თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურების მზაობა და ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.
გარდა ამისა, აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს თბილისში გაიმართება პოლიტიკური კონსულტაციები ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგის განსაზღვრაში.
საქართველომ და კატარმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წელს დაამყარეს. 2012 წლის ნოემბერში კატარში გაიხსნა საქართველოს საელჩო, ხოლო 2013 წლის აგვისტოში საქართველოში – კატარის დიპლომატიური წარმომადგენლობა.