https://sputnik-georgia.com/20260116/saqartvelom-2025-wels-turistebis-rekordul-raodenobas-umaspinzla-296666464.html
საქართველომ 2025 წელს ტურისტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა
საქართველომ 2025 წელს ტურისტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა
Sputnik საქართველო
2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. 16.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-16T13:28+0400
2026-01-16T13:28+0400
2026-01-16T13:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ტურიზმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283098986_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_7ca22e8ff4a9aef4786d8bcbc04130f8.jpg
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს - 5.521.866 ვიზიტს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელთან შედარებით, ტურისტული ვიზიტების ზრდა +8.4%-ით მეტია. გასულ წელს საქართველოში 7.803.239 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით +5.9%-ით მეტია. 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 499.890 ვიზიტი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით +14%-ით გაზრდილია. კერძოდ, გასულ წელს რეკორდულად მაღალი ვიზიტები დაფიქსირდა გაერთიანებული სამეფოდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან და ესპანეთიდან. ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის გარდა ზრდა ფიქსირდება სხვა მიზნობრივი ტურისტულები ბაზრებიდან. 2025 წელს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან 145.513 ვიზიტი განხორციელდა, მათ შორის ვიზიტების მაღალი ზრდა ფიქსირდება საუდის არაბეთიდან. 2025 წელს ვიზიტების განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი, აზერბაიჯანი და ჩინეთი. 2025 წელს საერთაშორისო ტურისტული ვიზიტებით გამორჩეული იყო მე-4 კვარტალი. გასული წლის სექტემბერი-დეკემბრის პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული ზრდა დაფიქირდა და ისტორიული მაქსიმუმი 1.214.772 ვიზიტი შეადგინა. რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებს, გასული წლის სექტემბერი-დეკემბრის პერიოდში, საქართველოში 1.693.484 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2024 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით +7.6%-ია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283098986_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_2ee68869484527ae78a884e48c2ae580.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტურიზმი
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტურიზმი
საქართველომ 2025 წელს ტურისტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა
2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს - 5.521.866 ვიზიტს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელთან შედარებით, ტურისტული ვიზიტების ზრდა +8.4%-ით მეტია. გასულ წელს საქართველოში 7.803.239 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით +5.9%-ით მეტია.
2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 499.890 ვიზიტი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით +14%-ით გაზრდილია. კერძოდ, გასულ წელს რეკორდულად მაღალი ვიზიტები დაფიქსირდა გაერთიანებული სამეფოდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან და ესპანეთიდან.
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის გარდა ზრდა ფიქსირდება სხვა მიზნობრივი ტურისტულები ბაზრებიდან. 2025 წელს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან 145.513 ვიზიტი განხორციელდა, მათ შორის ვიზიტების მაღალი ზრდა ფიქსირდება საუდის არაბეთიდან.
2025 წელს ვიზიტების განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი, აზერბაიჯანი და ჩინეთი.
2025 წელს საერთაშორისო ტურისტული ვიზიტებით გამორჩეული იყო მე-4 კვარტალი. გასული წლის სექტემბერი-დეკემბრის პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული ზრდა დაფიქირდა და ისტორიული მაქსიმუმი 1.214.772 ვიზიტი შეადგინა.
რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებს, გასული წლის სექტემბერი-დეკემბრის პერიოდში, საქართველოში 1.693.484 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2024 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით +7.6%-ია.