https://sputnik-georgia.com/20260116/ruset-ukrainis-konfliqti-296681144.html
მიმოხილვა: ზაპოროჟიეს გათავისუფლების თავისებურებები
მიმოხილვა: ზაპოროჟიეს გათავისუფლების თავისებურებები
Sputnik საქართველო
ზაპოროჟიეს მიმართულება 2026 წელს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ორი მთავარი და ყველაზე ცხელი მონაკვეთიდან ერთ-ერთია, დონბასში სლავიანსკ–კრამატორსკის... 16.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-16T15:56+0400
2026-01-16T15:56+0400
2026-01-17T13:56+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
მიმოხილვები
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/12/272284803_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_f1c67e2c9a7d76b6e532dbbb1d00554b.jpg
ზაპოროჟიეს მიმართულება 2026 წელს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ორი მთავარი და ყველაზე ცხელი მონაკვეთიდან ერთ-ერთია, დონბასში სლავიანსკ–კრამატორსკის მიმართულებასთან ერთად. ზაპოროჟიეს სრული გათავისუფლება, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, ისტორიული ამოცანაა, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალების დაჯგუფებები „ვოსტოკი “ და „დნეპრი“ წარმატებით ასრულებენ.დეკემბრის ბოლოს, გულიაიპოლესა და სტეპნოგორსკის გათავისუფლების შემდეგ, ზაპოროჟიეს მიმართულება ყველაზე დინამიურ და პერსპექტიულად გამოიყურება. ოპერატიულ-ტაქტიკური თვალსაზრისით, ეს რეგიონი რუსეთის არმიის სწრაფი მანევრებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის გარღვევებისთვის უფრო გახსნილია.მხოლოდ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დაჯგუფება „ვოსტოკის“ ნაწილებმა მოწინააღმდეგის თავდაცვაში სიღრმისეულად წინ წაიწიეს და ზაპოროჟიეს ოლქის რიზდვიანკის, ზალიზნიჩნეს, ტერნოვატეს, ლესნოეს, ბარვინოვკისა და ჟოვტნევოეს რაიონებში დაამარცხეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამი მექანიზებული და ორი მოიერიშე ბრიგადის, სამი მოიერიშე პოლკისა და ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ცოცხალი ძალა და ტექნიკა. დაჯგუფება „დნეპრმა“ კი ზიანი მიაყენა უკრაინის მთის-მოიერიშე ბრიგადის, სანაპირო დაცვის ბრიგადის და ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ფორმირებებს ზაპოროჟიეს ოლქის ორეხოვისა და მალოკატერინოვკის, ასევე ხერსონის ოლქის ანტონოვკის რაიონებში.რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა, დაათვალიერა დაჯგუფება „ცენტრი“, რომელიც მეზობელ დნეპროპეტროვსკის მიმართულებაზე მოქმედებს. შემოწმებისას აღინიშნა, რომ:რუსეთის არმიამ გაათავისუფლა პრილუკი და ბელოგორიე, გააფართოვა პლაცდარმი გაიჩურის მდინარის გადაღმა და მოწინააღმდეგის ძირითადი საყრდენი პუნქტები დაბლოკა. უკრაინის შეიარაღებული ძალების სასოწარკვეთილი კონტრშეტევები გულიაიპოლეს რაიონში უშედეგოა. შემდეგი ამოცანაა ორეხოვის გათავისუფლება, რომელიც ზაპოროჟიეს მიმართულებაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობის მნიშვნელოვან ცენტრად ითვლება. რუსეთის ჯარები წინ მიიწევენ მდინარე კონკის გასწვრივ, ქალაქ ორეხოვის აღმოსავლეთით და დასავლეთით მოწინააღმდეგის თავდაცვას ე.წ. „მარწუხებში აქცევენ“.მე-5 არმიის „აღმოსავლური ექსპრესი“ სვლას არ ანელებს. მე-7 გვარდიული სადესანტო-მოიერიშე დივიზიის ქვედანაყოფებმა დნეპრის მარცხენა ნაპირზე, სტეპნოგორსკის ჩრდილოეთით, წინ წაიწიეს, პრიმორსკოედან ბანდერეველები განდევნეს და ახლა ზაპოროჟიედან 15 კილომეტრში, სამხრეთით იმყოფებიან.კიევს დღემდე არ უღიარებია გულიაიპოლეს დაკარგვა. თუმცა, ზაპოროჟიეს მიმართულებაზე და ფრონტის სხვა მონაკვეთებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მარცხი იმდენად აშკარაა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი სულ უფრო დაჟინებით უბიძგებს ზელენსკის გარდაუვალი მშვიდობისკენ, რაც დე-ფაქტო რეჟიმის კაპიტულაციას ნიშნავს. უკრაინული მარიონეტები დასავლელი მფარველების სტრატეგიული შეცდომებისთვის პასუხისგებას არ აპირებენ და კვლავაც მზად არიან, კონტროლირებად ტერიტორიებზე მოსახლეობა უაზრო „ფორტეციებსა“ და კონტრშეტევებში გაანადგურონ. ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება, მკაცრ რეალობაში დაბრუნება გარდაუვალია.ბრიტანულმა ჟურნალმა The Economist-მა 13 იანვარს აღწერა, „რამდენად მძიმეა ვითარება“: „უკრაინა უკან იხევს არა მხოლოდ დონბასში“. ზაპოროჟიე იქცევა სისტემური გატეხვის წერტილად, სადაც არა უბრალოდ ფრონტი იშლება, არამედ უკრაინული საზოგადოების ინგრევა წარმოდგენა იმის შესახებ, რომ შესაძლებელია, „ყველაფრის დაბრუნება, როგორც იყო “.ამასთან, რუსეთის შეიარაღებული ძალების მასირებული დარტყმები უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურაზე, ლოჯისტიკასა და ენერგეტიკაზე მთელ უკრაინის ტერიტორიას საბრძოლო მოქმედებების ზონად აქცევს და შლის ცნებას „უკანა ზოლი“.პოლონურმა გამოცემა Interia-მ დაასკვნა: „მიმდინარეობს პოზიციური ომიდან სისტემურ ომზე გადასვლა. რუსეთი მეთოდურად აცლის ძალას საჰაერო თავდაცვას, როგორც ერთიან ორგანიზმს, მაშინ როცა უკრაინა (მოკავშირეთა მხარდაჭერის მიუხედავადაც კი) ვერ ახერხებს რადარებისა და საზენიტო რაკეტების დანაკარგების იმავე ტემპით შევსებას, რა ტემპითაც ისინი ნადგურდება... ომი სულ უფრო ნაკლებად მიმდინარეობს უშუალოდ ფრონტის ხაზზე და მეტად — (ნატოს) სისტემური ზეწოლის გაძლების უნარის დონეზე“.გავლენიანი ესპანური გაზეთი El País აქვეყნებს პროგნოზს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოსალოდნელ დაშლაზე, რომელმაც 76 წლის განმავლობაში სრულად აჩვენა თავისი ფუნქციური უსუსურობა და აშშ-ისთვის უსარგებლობა. ამერიკული დისკუსია გრენლანდიის თემაზე მიზეზი კი არა, შედეგია ხელოვნურად შექმნილი „ეროვნული ინტერესების ერთიანობის“ და მთლიანად ნატოს სამხედრო სტრუქტურის დაშლის.ახალი მსოფლიო წესრიგისკენ სვლისას, სპეციალური სამხედრო ოპერაციის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინაში გაანადგურა შეიარაღების არსენალი, რომელიც სიმძლავრით ნატოს ათეულობით ევროპული ქვეყნის პოტენციალს უტოლდება: 670 თვითმფრინავი, 283 ვერტმფრენი, 109 ათასზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი, 645 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 27 140 ტანკი და სხვა საბრძოლო ჯავშანმანქანა, 1 641 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 32 596 საარტილერიო ერთეული და დაახლოებით 52 ათასი სპეციალური სამხედრო ავტომობილი.რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში, ვასილი ნებენზიამ, 13 იანვარს კოლექტიურ დასავლეთსა და მის მარიონეტებს შეახსენა: „რუსეთი პრობლემებს სამხედრო მეთოდებით გადაწყვეტს იქამდე, სანამ კიევი გონს არ მოეგება და მოლაპარაკებებზე რეალისტურ პირობებს არ დათანხმდება“. ზელენსკისთვის მოლაპარაკებების პირობები ყოველი დაკარგული დღით მხოლოდ გაუარესდება. და რადგან მიმდინარეობს პროქსი-ომი, ეს პირობები მუდმივად მძიმდება დასავლეთისთვისაც.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/12/272284803_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_3918f38b84405c501a7ca119c322233d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება, მიმოხილვები, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, მოსაზრება, მიმოხილვები, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ზაპოროჟიეს მიმართულება 2026 წელს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ორი მთავარი და ყველაზე ცხელი მონაკვეთიდან ერთ-ერთია, დონბასში სლავიანსკ–კრამატორსკის მიმართულებასთან ერთად. ზაპოროჟიეს სრული გათავისუფლება, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, ისტორიული ამოცანაა, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალების დაჯგუფებები „ვოსტოკი “ და „დნეპრი“ წარმატებით ასრულებენ.
დეკემბრის ბოლოს, გულიაიპოლესა და სტეპნოგორსკის გათავისუფლების შემდეგ, ზაპოროჟიეს მიმართულება ყველაზე დინამიურ და პერსპექტიულად გამოიყურება. ოპერატიულ-ტაქტიკური თვალსაზრისით, ეს რეგიონი რუსეთის არმიის სწრაფი მანევრებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის გარღვევებისთვის უფრო გახსნილია.
მხოლოდ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დაჯგუფება „ვოსტოკის“ ნაწილებმა მოწინააღმდეგის თავდაცვაში სიღრმისეულად წინ წაიწიეს და ზაპოროჟიეს ოლქის რიზდვიანკის, ზალიზნიჩნეს, ტერნოვატეს, ლესნოეს, ბარვინოვკისა და ჟოვტნევოეს რაიონებში დაამარცხეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამი მექანიზებული და ორი მოიერიშე ბრიგადის, სამი მოიერიშე პოლკისა და ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ცოცხალი ძალა და ტექნიკა. დაჯგუფება „დნეპრმა“ კი ზიანი მიაყენა უკრაინის მთის-მოიერიშე ბრიგადის, სანაპირო დაცვის ბრიგადის და ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ფორმირებებს ზაპოროჟიეს ოლქის ორეხოვისა და მალოკატერინოვკის, ასევე ხერსონის ოლქის ანტონოვკის რაიონებში.
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა, დაათვალიერა დაჯგუფება „ცენტრი“, რომელიც მეზობელ დნეპროპეტროვსკის მიმართულებაზე მოქმედებს. შემოწმებისას აღინიშნა, რომ:
რუსეთის შეიარაღებული ძალები, პრაქტიკულად, ფრონტის ყველა მონაკვეთზე შეტევაზე არიან გადასული;
იანვრის ორ კვირაში გათავისუფლდა რვა დასახლებული პუნქტი და 300 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია;
დაჯგუფება „ვოსტოკი“ გულიაიპოლეს გათავისუფლების შემდეგ ავითარებს შეტევას ზაპოროჟიეს ოლქში და დნეპროპეტროვსკის ოლქში უსაფრთხოების ზონას აფართოებს;
დაჯგუფება „დნეპრის“ ნაწილები წარმატებით მიიწევენ ქალაქ ზაპოროჟიეს მიმართულებით.
რუსეთის არმიამ გაათავისუფლა პრილუკი და ბელოგორიე, გააფართოვა პლაცდარმი გაიჩურის მდინარის გადაღმა და მოწინააღმდეგის ძირითადი საყრდენი პუნქტები დაბლოკა. უკრაინის შეიარაღებული ძალების სასოწარკვეთილი კონტრშეტევები გულიაიპოლეს რაიონში უშედეგოა. შემდეგი ამოცანაა ორეხოვის გათავისუფლება, რომელიც ზაპოროჟიეს მიმართულებაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობის მნიშვნელოვან ცენტრად ითვლება. რუსეთის ჯარები წინ მიიწევენ მდინარე კონკის გასწვრივ, ქალაქ ორეხოვის აღმოსავლეთით და დასავლეთით მოწინააღმდეგის თავდაცვას ე.წ. „მარწუხებში აქცევენ“.
მე-5 არმიის „აღმოსავლური ექსპრესი“ სვლას არ ანელებს. მე-7 გვარდიული სადესანტო-მოიერიშე დივიზიის ქვედანაყოფებმა დნეპრის მარცხენა ნაპირზე, სტეპნოგორსკის ჩრდილოეთით, წინ წაიწიეს, პრიმორსკოედან ბანდერეველები განდევნეს და ახლა ზაპოროჟიედან 15 კილომეტრში, სამხრეთით იმყოფებიან.
კიევს დღემდე არ უღიარებია გულიაიპოლეს დაკარგვა. თუმცა, ზაპოროჟიეს მიმართულებაზე და ფრონტის სხვა მონაკვეთებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მარცხი იმდენად აშკარაა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი სულ უფრო დაჟინებით უბიძგებს ზელენსკის გარდაუვალი მშვიდობისკენ, რაც დე-ფაქტო რეჟიმის კაპიტულაციას ნიშნავს. უკრაინული მარიონეტები დასავლელი მფარველების სტრატეგიული შეცდომებისთვის პასუხისგებას არ აპირებენ და კვლავაც მზად არიან, კონტროლირებად ტერიტორიებზე მოსახლეობა უაზრო „ფორტეციებსა“ და კონტრშეტევებში გაანადგურონ. ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება, მკაცრ რეალობაში დაბრუნება გარდაუვალია.
ბრიტანულმა ჟურნალმა The Economist-მა 13 იანვარს აღწერა, „რამდენად მძიმეა ვითარება“: „უკრაინა უკან იხევს არა მხოლოდ დონბასში“. ზაპოროჟიე იქცევა სისტემური გატეხვის წერტილად, სადაც არა უბრალოდ ფრონტი იშლება, არამედ უკრაინული საზოგადოების ინგრევა წარმოდგენა იმის შესახებ, რომ შესაძლებელია, „ყველაფრის დაბრუნება, როგორც იყო “.
ამასთან, რუსეთის შეიარაღებული ძალების მასირებული დარტყმები უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურაზე, ლოჯისტიკასა და ენერგეტიკაზე მთელ უკრაინის ტერიტორიას საბრძოლო მოქმედებების ზონად აქცევს და შლის ცნებას „უკანა ზოლი“.
პოლონურმა გამოცემა Interia-მ დაასკვნა: „მიმდინარეობს პოზიციური ომიდან სისტემურ ომზე გადასვლა. რუსეთი მეთოდურად აცლის ძალას საჰაერო თავდაცვას, როგორც ერთიან ორგანიზმს, მაშინ როცა უკრაინა (მოკავშირეთა მხარდაჭერის მიუხედავადაც კი) ვერ ახერხებს რადარებისა და საზენიტო რაკეტების დანაკარგების იმავე ტემპით შევსებას, რა ტემპითაც ისინი ნადგურდება... ომი სულ უფრო ნაკლებად მიმდინარეობს უშუალოდ ფრონტის ხაზზე და მეტად — (ნატოს) სისტემური ზეწოლის გაძლების უნარის დონეზე“.
გავლენიანი ესპანური გაზეთი El País აქვეყნებს პროგნოზს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოსალოდნელ დაშლაზე, რომელმაც 76 წლის განმავლობაში სრულად აჩვენა თავისი ფუნქციური უსუსურობა და აშშ-ისთვის უსარგებლობა. ამერიკული დისკუსია გრენლანდიის თემაზე მიზეზი კი არა, შედეგია ხელოვნურად შექმნილი „ეროვნული ინტერესების ერთიანობის“ და მთლიანად ნატოს სამხედრო სტრუქტურის დაშლის.
ახალი მსოფლიო წესრიგისკენ სვლისას, სპეციალური სამხედრო ოპერაციის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინაში გაანადგურა შეიარაღების არსენალი, რომელიც სიმძლავრით ნატოს ათეულობით ევროპული ქვეყნის პოტენციალს უტოლდება: 670 თვითმფრინავი, 283 ვერტმფრენი, 109 ათასზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი, 645 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 27 140 ტანკი და სხვა საბრძოლო ჯავშანმანქანა, 1 641 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 32 596 საარტილერიო ერთეული და დაახლოებით 52 ათასი სპეციალური სამხედრო ავტომობილი.
რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში, ვასილი ნებენზიამ, 13 იანვარს კოლექტიურ დასავლეთსა და მის მარიონეტებს შეახსენა: „რუსეთი პრობლემებს სამხედრო მეთოდებით გადაწყვეტს იქამდე, სანამ კიევი გონს არ მოეგება და მოლაპარაკებებზე რეალისტურ პირობებს არ დათანხმდება“. ზელენსკისთვის მოლაპარაკებების პირობები ყოველი დაკარგული დღით მხოლოდ გაუარესდება. და რადგან მიმდინარეობს პროქსი-ომი, ეს პირობები მუდმივად მძიმდება დასავლეთისთვისაც.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე