https://sputnik-georgia.com/20260116/ramdeni-tanxa-gadmoricxes-migrantebma-saqartveloshi-296663932.html
რამდენი თანხა გადმორიცხეს ემიგრანტებმა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
რამდენი თანხა გადმორიცხეს ემიგრანტებმა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
2025 წელს ფულადი გზავნილების მოცულობით აშშ ლიდერობს. 16.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-16T10:59+0400
2026-01-16T10:59+0400
2026-01-16T10:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23329/33/233293308_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_b539a5c2478219e928998c232298faab.jpg
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, 8,5%-ით გაიზარდა და 3.646,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.საანგარიშო პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობით აშშ ლიდერობს.2025 წელს რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 424,2 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 12,8%-ია, რაც 17,9%-ით ნაკლებია 2024 წლის პერიოდთან შედარებით.დეკემბერში ფულადი გზავნილები რუსეთიდან გაიზარდაქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2025 წლის დეკემბერში 18,4%-ით გაიზარდა 2024 წლის დეკემბერთან შედარებით და 337,95 მლნ დოლარი შეადგინა.2025 წლის დეკემბერში რუსეთიდან 43,5 მლნ დოლარი გადმოირიცხა – გზავნილების მთლიანი მოცულობის 12,9%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39,1%-ით მეტია.რამდენი გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთშიდეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 40,8 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17,5%-ით მეტია.2025 წელს საქართველოდან უცხოეთში 420,2 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2024 წელთან შედარებით 11,1%-ით მეტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23329/33/233293308_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_d00b0a95986ae2f663dfdfc12c2ea64e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
რამდენი თანხა გადმორიცხეს ემიგრანტებმა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
2025 წელს ფულადი გზავნილების მოცულობით აშშ ლიდერობს.
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, 8,5%-ით გაიზარდა და 3.646,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
საანგარიშო პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობით აშშ ლიდერობს.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა: 2025 წელი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა,% |
აშშ | 682,3 | 19,5 |
იტალია | 621,1 | 9,8 |
რუსეთი | 467,7 | -14,7 |
გერმანია | 318,7 | 19,2 |
საბერძნეთი | 293,5 | 11,7 |
2025 წელს რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 424,2 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 12,8%-ია, რაც 17,9%-ით ნაკლებია 2024 წლის პერიოდთან შედარებით.
დეკემბერში ფულადი გზავნილები რუსეთიდან გაიზარდა
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2025 წლის დეკემბერში 18,4%-ით გაიზარდა 2024 წლის დეკემბერთან შედარებით და 337,95 მლნ დოლარი შეადგინა.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში – 2025 წელი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა,% |
აშშ | 63,7 | 15,2 |
იტალია | 58,7 | 15,2 |
რუსეთი | 43,5 | 39,1 |
გერმანია | 30,0 | 27,9 |
საბერძნეთი | 27,5 | 15,3 |
2025 წლის დეკემბერში რუსეთიდან 43,5 მლნ დოლარი გადმოირიცხა – გზავნილების მთლიანი მოცულობის 12,9%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39,1%-ით მეტია.
რამდენი გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთში
დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 40,8 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17,5%-ით მეტია.
2025 წელს საქართველოდან უცხოეთში 420,2 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2024 წელთან შედარებით 11,1%-ით მეტია.