https://sputnik-georgia.com/20260116/am-qarisxalsi-msvidad-gaviarot-papuasvili-xelisuflebis-prioritetebze--296664672.html
ქარიშხალში მშვიდად გავიაროთ: პაპუაშვილი ხელისუფლების პრიორიტეტებზე ირანის მოვლენების ფონზე
ქარიშხალში მშვიდად გავიაროთ: პაპუაშვილი ხელისუფლების პრიორიტეტებზე ირანის მოვლენების ფონზე
Sputnik საქართველო
რეგიონში ნებისმიერი ტურბულენტობა ქვეყნისთვის რისკებს შეიცავს, განაცხადა პაპუაშვილმა 16.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-16T12:21+0400
2026-01-16T12:21+0400
2026-01-16T12:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი
ქართული ოცნება
ირანი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24742/21/247422187_0:190:3303:2048_1920x0_80_0_0_ff1a593b9734aacbadb525075ad72acb.jpg
თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთავარი ამოცანაა, დაეხმაროს ქვეყანას რეგიონში არსებული ქარიშხლის გადალახვაში მისთვის ზიანის მიყენების გარეშე, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე, ირანში არსებული ვითარების კომენტირებისას.ირანში საპროტესტო აქციები 2025 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო ადგილობრივი ვალუტის, ირანული რიალის გაუფასურების გამო. 8 იანვრიდან, 1979 წელს დამხობილი ირანის შაჰის ვაჟის, რეზა ფეჰლევის მოწოდების შემდეგ, ირანში საპროტესტო მსვლელობები გაძლიერდა და იმავე დღეს ქვეყანაში ინტერნეტი გაითიშა.ირანის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ შეძახილების ფონზე პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. არიან დაღუპულები როგორც ძალოვანებში, ისე მომიტინგეებს შორის.მისი თქმით, რეგიონში ნებისმიერი არასტაბილური სიტუაცია, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს.„ზოგადად, როდესაც რეგიონში მსგავსი პროცესებია, აქ კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ და გავიაზროთ სად ვართ, რომელ რეგიონში ვართ, როგორ რეგიონში ვართ. აქ ხომ არ ვართ პირველად. ასე ვართ ათასწლეულები და რაც ხდება, ასეთი ტურბულენტობა მომხდარა ბევრჯერ საუკუნეების განმავლობაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.ამიტომ, სპიკერის თქმით, ამოსავალი წერტილი არის, რომ არ დაზიანდეს საქართველო.ირანის ხელისუფლებამ, რომელმაც აშშ და ისრაელი არეულობის ორგანიზებაში დაადანაშაულა, 12 იანვარს განაცხადა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
საქართველო
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24742/21/247422187_267:0:2998:2048_1920x0_80_0_0_9ad183048cc9149cb229c08b6261414e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, შალვა პაპუაშვილი, ქართული ოცნება , ირანი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, შალვა პაპუაშვილი, ქართული ოცნება , ირანი
ქარიშხალში მშვიდად გავიაროთ: პაპუაშვილი ხელისუფლების პრიორიტეტებზე ირანის მოვლენების ფონზე
რეგიონში ნებისმიერი ტურბულენტობა ქვეყნისთვის რისკებს შეიცავს, განაცხადა პაპუაშვილმა
თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთავარი ამოცანაა, დაეხმაროს ქვეყანას რეგიონში არსებული ქარიშხლის გადალახვაში მისთვის ზიანის მიყენების გარეშე, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე, ირანში არსებული ვითარების კომენტირებისას.
ირანში საპროტესტო აქციები 2025 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო ადგილობრივი ვალუტის, ირანული რიალის გაუფასურების გამო. 8 იანვრიდან, 1979 წელს დამხობილი ირანის შაჰის ვაჟის, რეზა ფეჰლევის მოწოდების შემდეგ, ირანში საპროტესტო მსვლელობები გაძლიერდა და იმავე დღეს ქვეყანაში ინტერნეტი გაითიშა.
ირანის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ შეძახილების ფონზე პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. არიან დაღუპულები როგორც ძალოვანებში, ისე მომიტინგეებს შორის.
„როდესაც მორღვეულია საერთაშორისო სამართალი, მორღვეულია საერთაშორისო წესრიგი და ამ დროს ხდება რეგიონში მსგავსი პროცესები, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი არსი არის, რომ ამ ქარიშხალში მშვიდად გავიაროთ ისე, რომ არ დავაზიანოთ ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, რეგიონში ნებისმიერი არასტაბილური სიტუაცია, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს.
„ზოგადად, როდესაც რეგიონში მსგავსი პროცესებია, აქ კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ და გავიაზროთ სად ვართ, რომელ რეგიონში ვართ, როგორ რეგიონში ვართ. აქ ხომ არ ვართ პირველად. ასე ვართ ათასწლეულები და რაც ხდება, ასეთი ტურბულენტობა მომხდარა ბევრჯერ საუკუნეების განმავლობაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამიტომ, სპიკერის თქმით, ამოსავალი წერტილი არის, რომ არ დაზიანდეს საქართველო.
„ნებისმიერი ტურბულენტობა ჩვენს რეგიონში, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის რისკის შემცველია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ირანის ხელისუფლებამ, რომელმაც აშშ და ისრაელი არეულობის ორგანიზებაში დაადანაშაულა, 12 იანვარს განაცხადა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.