ზემო ლარსი დღეს: მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

© photo: Sputnik / Stringerზემო ლარსის გზა
ზემო ლარსის გზა - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2026
გამოწერა
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კვლავ აკრძალულია.
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 93-107-ე კმ (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ნათქვამია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კვლავ აკრძალულია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუშინ აიკრძალა.
ყველა ახალი ამბავი
0