https://sputnik-georgia.com/20260115/tbilisis-merma-qalaqis-macxovreblebs-mxardawera-da-tanadgoma-stxova-296656033.html
თბილისის მერმა ქალაქის მაცხოვრებლებს მხარდაჭერა და თანადგომა სთხოვა
თბილისის მერმა ქალაქის მაცხოვრებლებს მხარდაჭერა და თანადგომა სთხოვა
Sputnik საქართველო
მუნიციპალიტეტი ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს ძირეულად ახორციელებს, რაც დროსა და მოთმინებას მოითხოვს, განაცხადა თბილისის მერმა. 15.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-15T18:44+0400
2026-01-15T18:44+0400
2026-01-15T18:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
კახა კალაძე
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593931_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_88a3fd94b4345081341c1862732857a1.jpg
თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. დედაქალაქში ფუნდამენტური პროექტების განსახორციელებლად თბილისის მერიას ქალაქის მაცხოვრებლების მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება, განაცხადა მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.2026 წელს დედაქალაქის ბიუჯეტის ხარჯები 2,210.6 მილიონ ლარს შეადგენს. ამ ბიუჯეტის უმეტესი ნაწილი (696,3 მილიონი ლარი) სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დაიხარჯება. გარდა ამისა, 305,9 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და ავარიული საცხოვრებელი შენობების ჩანაცვლებაზე დაიხარჯება.მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მომავალ თაობებს უკეთესი თბილისი დაუტოვოს, უფრო გამწვანებული, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ახალი პარკებით, რეკრეაციული არეალებით.„ჩვენ უკვე არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ 2026 წელი იქნებოდა მასშტაბური და გამორჩეული მსხვილი პროექტების თვალსაზრისით, რაზეც ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას“, - განაცხადა კალაძემ.მისი თქმით, მუნიციპალიტეტი ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს ძირეულად ახორციელებს, რაც დროსა და მოთმინებას მოითხოვს.ამასთან, დედაქალაქის მერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წელსაც არაერთი მსგავსი პროგრამა დაფინანსდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593931_131:0:1270:854_1920x0_80_0_0_d3849f79ed2bfe1b41348c2e5f9cfe32.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , საზოგადოება
თბილისის მერმა ქალაქის მაცხოვრებლებს მხარდაჭერა და თანადგომა სთხოვა
მუნიციპალიტეტი ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს ძირეულად ახორციელებს, რაც დროსა და მოთმინებას მოითხოვს, განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. დედაქალაქში ფუნდამენტური პროექტების განსახორციელებლად თბილისის მერიას ქალაქის მაცხოვრებლების მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება, განაცხადა მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.
2026 წელს დედაქალაქის ბიუჯეტის ხარჯები 2,210.6 მილიონ ლარს შეადგენს. ამ ბიუჯეტის უმეტესი ნაწილი (696,3 მილიონი ლარი) სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დაიხარჯება. გარდა ამისა, 305,9 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და ავარიული საცხოვრებელი შენობების ჩანაცვლებაზე დაიხარჯება.
„კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომელმაც მესამედ გვანდო ამ ქალაქის ბედი და მათ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების საქმეში მხარდაჭერა და თანადგომა ვთხოვო. ამის გარეშე მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელება რთული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მომავალ თაობებს უკეთესი თბილისი დაუტოვოს, უფრო გამწვანებული, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ახალი პარკებით, რეკრეაციული არეალებით.
„ჩვენ უკვე არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ 2026 წელი იქნებოდა მასშტაბური და გამორჩეული მსხვილი პროექტების თვალსაზრისით, რაზეც ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტი ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს ძირეულად ახორციელებს, რაც დროსა და მოთმინებას მოითხოვს.
„როდესაც ვიწყებთ ქუჩების რეაბილიტაციას, გამზირების განახლებას, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ფასადური სამუშაოები. პირველ რიგში, ამორტიზებული მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ვიწყებთ. მსგავს სამუშაოებს თან მოჰყვება ხმაური, გზების გადაკეტვა. არის შემთხვევები, როცა ბუნებრივი აირის და წყლის შეზღუდვაც ხდება“, - აღნიშნა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წელსაც არაერთი მსგავსი პროგრამა დაფინანსდება.