https://sputnik-georgia.com/20260115/qartveli-mociguraveebis-wyvili-evropis-cempionatze-liderobs-296653341.html
ქართველი მოციგურავეების წყვილი ევროპის ჩემპიონატზე ლიდერობს
ქართველი მოციგურავეების წყვილი ევროპის ჩემპიონატზე ლიდერობს
Sputnik საქართველო
ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სრული გუნდით ასპარეზობს 15.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-15T12:33+0400
2026-01-15T12:33+0400
2026-01-16T15:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/1a/295541887_0:0:1440:810_1920x0_80_0_0_9e2be01cdf86e6371b91c71efd0dc652.jpg
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატზე შეფილდში ქართველი მოციგურავეები ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა სპორტულ წყვილებში მოკლე პროგრამის შესრულების შემდეგ პირველ ადგილზე არიან.მათ 75,96 ქულა მიიღეს, რაც ყველა მონაწილეს შორის ყველაზე კარგი შედეგია. შეჯიბრების პირველი დღის ბოლოს მეორე ადგილზე გერმანელი მოციგურავეები მინერვა ფაბიენ ჰაზე და ნიკიტა ვოლოდინი არიან - 74,81 ქულა. მესამეზე უნგრელები მარია პავლოვა და ალექსეი სვიატჩენკო 73,32 ქულით.ევროპის ჩემპიონი ხუთშაბათს, თავისუფალი პროგრამის შემდეგ გამოცხადდება. შეჯიბრი 15 იანვარს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.საქართველოს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ანასტასია გუბანოვამ, მოკლე პროგრამაში 56,17 ქულა მიიღო და პირველი ეტაპის შემდეგ მე-11 ადგილი დაიკავა.გუბანოვა თავისუფალი პროგრამით 16 იანვარს წარდგება, შეჯიბრება კი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.16 იანვარს ასევე იასპარეზებენ ნიკა ეგაძე (კაცები) და დიანა დევისი-გლებ სმოლკინის წყვილი (სპორტული ცეკვები).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/1a/295541887_160:0:1440:960_1920x0_80_0_0_4475e23c2e8f56dd19c9e5b878926229.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ქართველი მოციგურავეების წყვილი ევროპის ჩემპიონატზე ლიდერობს
12:33 15.01.2026 (განახლებულია: 15:24 16.01.2026) ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სრული გუნდით ასპარეზობს
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატზე შეფილდში ქართველი მოციგურავეები ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა სპორტულ წყვილებში მოკლე პროგრამის შესრულების შემდეგ პირველ ადგილზე არიან.
მათ 75,96 ქულა მიიღეს, რაც ყველა მონაწილეს შორის ყველაზე კარგი შედეგია. შეჯიბრების პირველი დღის ბოლოს მეორე ადგილზე გერმანელი მოციგურავეები მინერვა ფაბიენ ჰაზე და ნიკიტა ვოლოდინი არიან - 74,81 ქულა. მესამეზე უნგრელები მარია პავლოვა და ალექსეი სვიატჩენკო 73,32 ქულით.
ევროპის ჩემპიონი ხუთშაბათს, თავისუფალი პროგრამის შემდეგ გამოცხადდება. შეჯიბრი 15 იანვარს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ანასტასია გუბანოვამ, მოკლე პროგრამაში 56,17 ქულა მიიღო და პირველი ეტაპის შემდეგ მე-11 ადგილი დაიკავა.
გუბანოვა თავისუფალი პროგრამით 16 იანვარს წარდგება, შეჯიბრება კი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
16 იანვარს ასევე იასპარეზებენ ნიკა ეგაძე (კაცები) და დიანა დევისი-გლებ სმოლკინის წყვილი (სპორტული ცეკვები).