https://sputnik-georgia.com/20260115/papuasvili-saqartvelos-ekonomikuri-warmateba-es-aris-gakvetili-yvelasatvis-296661943.html
პაპუაშვილი: საქართველოს ეკონომიკური წარმატება - ეს არის გაკვეთილი ყველასთვის
პაპუაშვილი: საქართველოს ეკონომიკური წარმატება - ეს არის გაკვეთილი ყველასთვის
Sputnik საქართველო
საქართველოს რომ დასავლეთისთვის დაეჯერებინა, ეკონომიკის ასეთ ზრდას ვერ მიაღწევდა, განაცხადა სპიკერმა 15.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-15T22:11+0400
2026-01-15T22:11+0400
2026-01-16T01:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/02/285397908_0:317:3078:2048_1920x0_80_0_0_1c5c4e46234210c8c979cd73ff1040d7.jpg
თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. საქართველოს ეკონომიკის წარმატება ეროვნული ინტერესების დაცვამ განაპირობა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველო 2026 წელს მშპ-ს ზრდის დონით სამხრეთ კავკასიაში ლიდერობას შეინარჩუნებს.მან აღნიშნა, რომ საქართველოს რომ დასავლეთისთვის დაეჯერებინა, ეკონომიკის ასეთ ზრდას ვერ მიაღწევდა.„რომ დაგვეჯერებინა, ეკონომიკური ზრდის ეს რიცხვები ჩვენთვის იქნებოდა სანატრელი და საოცნებო. მაგრამ ეს ზრდა დღეს რეალობაა იმიტომ, რომ ვიმოქმედეთ ქართული საზოგადოებისა და საქართველოს ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.მსოფლიო ბანკი 2026 წელს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას 5,5%-ის დონეზე ვარაუდობს. ამასთან, პროგნოზის თანახმად, 2026 წელს სომხეთში მშპ-ის ზრდა 4,9% იქნება, ხოლო აზერბაიჯანში - 1,8%.საქართველოში რეალური ეკონომიკური ზრდა 2025 წლის ნოემბერში 7,2%-ს შეადგენდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.2021 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 10.6% იყო, 2022 წელს - 10.4%, 2023 წელს - 7.8%, ხოლო 2024 წელს - 9.7%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/02/285397908_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_26d41d4ea762914784b580e0eb048ce7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი
პაპუაშვილი: საქართველოს ეკონომიკური წარმატება - ეს არის გაკვეთილი ყველასთვის
22:11 15.01.2026 (განახლებულია: 01:50 16.01.2026) საქართველოს რომ დასავლეთისთვის დაეჯერებინა, ეკონომიკის ასეთ ზრდას ვერ მიაღწევდა, განაცხადა სპიკერმა
თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. საქართველოს ეკონომიკის წარმატება ეროვნული ინტერესების დაცვამ განაპირობა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველო 2026 წელს მშპ-ს ზრდის დონით სამხრეთ კავკასიაში ლიდერობას შეინარჩუნებს.
„ჩვენ მივყევით ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი საზოგადოების ინტერესს, რომ კეთილდღეობა გაიზარდოს და არა პირიქით - შემცირდეს და დაზიანდეს ჩვენი ქვეყანა და ვიღებთ ამ შედეგებს. ეს არის გაკვეთილი ყველასთვის - უნდა დაუჯერო და მიჰყვე შენს ეროვნულ ინტერესებს და არა სხვების ინტერესებსა და მოწოდებებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს რომ დასავლეთისთვის დაეჯერებინა, ეკონომიკის ასეთ ზრდას ვერ მიაღწევდა.
„რომ დაგვეჯერებინა, ეკონომიკური ზრდის ეს რიცხვები ჩვენთვის იქნებოდა სანატრელი და საოცნებო. მაგრამ ეს ზრდა დღეს რეალობაა იმიტომ, რომ ვიმოქმედეთ ქართული საზოგადოებისა და საქართველოს ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მსოფლიო ბანკი 2026 წელს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას 5,5%-ის დონეზე ვარაუდობს. ამასთან, პროგნოზის თანახმად, 2026 წელს სომხეთში მშპ-ის ზრდა 4,9% იქნება, ხოლო აზერბაიჯანში - 1,8%.
საქართველოში რეალური ეკონომიკური ზრდა 2025 წლის ნოემბერში 7,2%-ს შეადგენდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2021 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 10.6% იყო, 2022 წელს - 10.4%, 2023 წელს - 7.8%, ხოლო 2024 წელს - 9.7%.