https://sputnik-georgia.com/20260115/ar-aris-tragedia-saqartvelosi-ass-is-saimigracio-vizebis-secerebas-exmaurebian-296654223.html
არ არის ტრაგედია: საქართველოში აშშ-ის საიმიგრაციო ვიზების შეჩერებას ეხმაურებიან
არ არის ტრაგედია: საქართველოში აშშ-ის საიმიგრაციო ვიზების შეჩერებას ეხმაურებიან
Sputnik საქართველო
2025 წლის იანვრიდან სახელმწიფო დეპარტამენტმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკის ფარგლებში 85000 ვიზა გააუქმა 15.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-15T15:36+0400
2026-01-15T15:36+0400
2026-01-15T15:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პასპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22863/51/228635186_38:0:1000:541_1920x0_80_0_0_f93ced29ab157a73e5a6a8baab6989a1.jpg
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. აშშ-ის საიმიგრაციო ვიზების შეჩერება არ არის საქართველოსთვის ტრაგედიის მანიშნებელი და არ ნიშნავს ჩვეულებრივი ვიზების გაცემის შეჩერებას, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.აშშ-ის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერება მათი დამუშავების პროცედურების გადახედვას უკავშირდება. მანამდე ეს ინფორმაცია Fox News-მა გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მემორანდუმზე დაყრდნობით. გადაწყვეტილება ძალაში 21 იანვარს შევა და განუსაზღვრელი ვადით იმოქმედებს.ამასთან დეპუტატმა აღნიშნა, რომ საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერება არ ნიშნავს სასწავლო, საქმიან თუ სამოგზაურო ვიზების შეჩერებას.მისივე თქმით, საიმიგრაციო ვიზების შეჩერება პირველ რიგში ეხება იმ ქვეყნებს, რომელთა მოსახლეობას ემიგრაციაში წასვლა გარკვეულ მიზეზთა გამო – პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური ან საომარი მოქმედებების გამო – უწევს. მან აღნიშნა, რომ საქართველო ასეთი სახელმწიფოების კატეგორიაში არ შედის და ამიტომ ეს სიახლე საქართველოს მოქალაქეებისთვის „არ უნდა იყოს ტრაგედიის მანიშნებელი“.დოკუმენტის თანახმად, ვიზების გაცემის შეჩერება გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო პროცედურების ხელახლა შეფასებას არ დაასრულებს.2025 წლის იანვრიდან სახელმწიფო დეპარტამენტმა 85000 ვიზა გააუქმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის Make America Great Again („დავუბრუნოთ ამერიკას დიდება“) MAGA-ს პოლიტიკის ფარგლებში.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22863/51/228635186_279:0:1000:541_1920x0_80_0_0_1fb75f7c24b847b818b10177a759f2d9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პასპორტი
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პასპორტი
არ არის ტრაგედია: საქართველოში აშშ-ის საიმიგრაციო ვიზების შეჩერებას ეხმაურებიან
2025 წლის იანვრიდან სახელმწიფო დეპარტამენტმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკის ფარგლებში 85000 ვიზა გააუქმა
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. აშშ-ის საიმიგრაციო ვიზების შეჩერება არ არის საქართველოსთვის ტრაგედიის მანიშნებელი და არ ნიშნავს ჩვეულებრივი ვიზების გაცემის შეჩერებას, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
აშშ-ის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერება მათი დამუშავების პროცედურების გადახედვას უკავშირდება. მანამდე ეს ინფორმაცია Fox News-მა გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მემორანდუმზე დაყრდნობით. გადაწყვეტილება ძალაში 21 იანვარს შევა და განუსაზღვრელი ვადით იმოქმედებს.
„მოხარული ვარ, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც ხალხს გასაქცევად აქვს საქმე. შესაბამისად, ეს ჩვენთვის არ უნდა იყოს ტრაგედიის მანიშნებელი. რაც შეეხება ჩვეულებრივ ვიზებს, ეს იქნება სასწავლო, ეკონომიკური საქმიანობისთვის, უბრალოდ, ამერიკაში სხვადასხვა საქმიანი თუ სამოგზაურო ვიზები, ეს ჩვეულებრივად გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ამასთან დეპუტატმა აღნიშნა, რომ საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერება არ ნიშნავს სასწავლო, საქმიან თუ სამოგზაურო ვიზების შეჩერებას.
მისივე თქმით, საიმიგრაციო ვიზების შეჩერება პირველ რიგში ეხება იმ ქვეყნებს, რომელთა მოსახლეობას ემიგრაციაში წასვლა გარკვეულ მიზეზთა გამო – პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური ან საომარი მოქმედებების გამო – უწევს. მან აღნიშნა, რომ საქართველო ასეთი სახელმწიფოების კატეგორიაში არ შედის და ამიტომ ეს სიახლე საქართველოს მოქალაქეებისთვის „არ უნდა იყოს ტრაგედიის მანიშნებელი“.
დოკუმენტის თანახმად, ვიზების გაცემის შეჩერება გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო პროცედურების ხელახლა შეფასებას არ დაასრულებს.
2025 წლის იანვრიდან სახელმწიფო დეპარტამენტმა 85000 ვიზა გააუქმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის Make America Great Again („დავუბრუნოთ ამერიკას დიდება“) MAGA-ს პოლიტიკის ფარგლებში.