https://sputnik-georgia.com/20260114/sursatis-erovnuli-saagento-mtis-kurortebe-marketebs-amowmebs-296623511.html
სურსათის ეროვნული სააგენტო მაღალმთიან კურორტებზე მცირე და ქსელურ მარკეტებს ამოწმებს
სურსათის ეროვნული სააგენტო მაღალმთიან კურორტებზე მცირე და ქსელურ მარკეტებს ამოწმებს
Sputnik საქართველო
გასულ წელს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა 512 ობიექტში. 14.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-14T19:37+0400
2026-01-14T19:37+0400
2026-01-14T19:37+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24597/70/245977039_0:65:3410:1983_1920x0_80_0_0_0fd8589db348bf8125a3aea87e5aec2a.jpg
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორები ზამთრის მაღალმთიან კურორტებზე სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებენ, ნათქვამია უწყებია მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სახელმწიფო კონტროლი ტარდება როგორც ქსელურ მარკეტებში, ისე მცირე სავაჭრო ობიექტებში. გარდა ამისა, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს სურსათის მწარმოებელი/დისტრიბუტორი ბიზნესოპერატორი, მისამართი, სურსათის წარმოშობის ქვეყანა, ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ, დამზადების თარიღი, პარტიის ნომერი და ა.შ. სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ქვეყნის მასშტაბით მთელი წლის განმავლობაში ამოწმებს. სეზონების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საკურორტო ზონები, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მრავლად არიან ტურისტები. გასულ წელს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა 512 ობიექტში. 1,2 ათასზე მეტი ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა 92 სამართალდარღვევა, რაზეც გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24597/70/245977039_340:0:3071:2048_1920x0_80_0_0_c777cc8bbedd25886bd0abc8ed9621f8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს რეგიონები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს რეგიონები
სურსათის ეროვნული სააგენტო მაღალმთიან კურორტებზე მცირე და ქსელურ მარკეტებს ამოწმებს
გასულ წელს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა 512 ობიექტში.
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორები ზამთრის მაღალმთიან კურორტებზე სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებენ, ნათქვამია უწყებია მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახელმწიფო კონტროლი ტარდება როგორც ქსელურ მარკეტებში, ისე მცირე სავაჭრო ობიექტებში.
სააგენტოს ინფორმაციით, კონტროლის ფარგლებში მოწმდება დაცულია თუ არა სურსათის რეალიზაციისა და განთავსების პირობები, ვადები, ტემპერატურული რეჟიმი, მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი, რაც ითვალისწინებს ეტიკეტზე სურსათის დასახელების, ინგრედიენტების, მათ შორის, ალერგენების, საკვები საღებავისა და სხვა დანამატების, წონის, შენახვისა და გამოყენების პირობების დატანას.
გარდა ამისა, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს სურსათის მწარმოებელი/დისტრიბუტორი ბიზნესოპერატორი, მისამართი, სურსათის წარმოშობის ქვეყანა, ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ, დამზადების თარიღი, პარტიის ნომერი და ა.შ.
სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ქვეყნის მასშტაბით მთელი წლის განმავლობაში ამოწმებს. სეზონების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საკურორტო ზონები, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მრავლად არიან ტურისტები.
გასულ წელს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა 512 ობიექტში. 1,2 ათასზე მეტი ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა 92 სამართალდარღვევა, რაზეც გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.