https://sputnik-georgia.com/20260114/ratom-aris-internetis-sichqare-dabali-saqartveloshi-296628328.html
რატომ არის საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე დაბალი? კვლევის შედეგები
რატომ არის საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე დაბალი? კვლევის შედეგები
Sputnik საქართველო
კომისიამ იმ აბონენტების Wi-Fi როუტერები, რომელთაც ინტერნეტის სიჩქარის პრობლემა ჰქონდათ, სპეციალურად მოწყობილ ლაბორატორიაში შეამოწმა. 14.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-14T21:00+0400
2026-01-14T21:00+0400
2026-01-14T21:00+0400
საქართველო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
თანამედროვე ტექნოლოგიები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/13/251768651_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_04a55bb7a6f95d7548b6353e93a81180.jpg
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოში ინტერნეტის დაბალი სიჩქარე, ძირითადად, მოძველებული Wi-Fi როუტერებით არის გამოწვეული, ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კვლევაში.გავრცელებული ინფორმაციით, კომისიამ წინასწარ შერჩეულ 50 მომხმარებელთან, რომლებმაც ინტერნეტის სიჩქარის პრობლემის შესახებ განაცხადეს, 24-საათიანი ტესტირება ჩაატარა.კომისიამ იმ აბონენტების Wi-Fi როუტერები, რომელთაც ინტერნეტის სიჩქარის პრობლემა ჰქონდათ, სპეციალურად მოწყობილ ლაბორატორიაში შეამოწმა.კომისია აღნიშნავს, რომ დღეს თანამედროვე მოწყობილობად მეხუთე ან ახალი თაობის როუტერი ითვლება.გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ ინტერნეტის სიჩქარეზე ასევე გავლენას ახდებს მოწყობილობის ადგილმდებარეობა.კვლევამ აჩვენა, რომ Wi-Fi-ს სიჩქარეზე გავლენას დაკავშირებული მომხმარებლების რაოდენობაც ახდენს, კერძოდ, რაც უფრო მეტი მომხმარებელია დაკავშირებული Wi-Fi-ზე, მით უფრო დაბალია ინტერნეტის სიჩქარე თითოეული მომხმარებლისთვის.ამასთან, რიგ შემთხვევებში, პრობლემა Wi-Fi-ზე დაკავშირებული მოწყობილობები აღმოჩნდა. კერძოდ, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მისაღებად სასურველია ლეპტოპს, ტელეფონს ან თუნდაც Smart TV-ის იმავე სიხშირეზე მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეს, რა სიხშირესაც როუტერი იყენებს. ინტერნეტის სიჩქარესა და ხარისხზე ზემოქმედებენ სხვა როუტერებიც.როუტერის შემოწმების მარტივი პლატფორმაინტერნეტის ხარისხის შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა პლატფორმა - wifi.comcom.ge. პლატფორმის მეშვეობით, მომხმარებელი შეძლებს მარტივად გაზომოს Wi-Fi როუტერის მიერ მიწოდებული ინტერნეტის სიჩქარე. ამასთან, ვებ-გვერდზე განთავსებულია ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარესა და ხარისხზე მოქმედი ფაქტორების შესახებ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/13/251768651_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_dfb7395753378b096826eb1522b25f21.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, თანამედროვე ტექნოლოგიები , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, თანამედროვე ტექნოლოგიები , საზოგადოება, ახალი ამბები
რატომ არის საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე დაბალი? კვლევის შედეგები
კომისიამ იმ აბონენტების Wi-Fi როუტერები, რომელთაც ინტერნეტის სიჩქარის პრობლემა ჰქონდათ, სპეციალურად მოწყობილ ლაბორატორიაში შეამოწმა.
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოში ინტერნეტის დაბალი სიჩქარე, ძირითადად, მოძველებული Wi-Fi როუტერებით არის გამოწვეული, ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კვლევაში.
გავრცელებული ინფორმაციით, კომისიამ წინასწარ შერჩეულ 50 მომხმარებელთან, რომლებმაც ინტერნეტის სიჩქარის პრობლემის შესახებ განაცხადეს, 24-საათიანი ტესტირება ჩაატარა.
„შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ აბონენტების სახლში არსებულ კაბელამდე, ინტერნეტი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პარამეტრების შესაბამისად მიეწოდებოდა. მთავარ გამოწვევას კი ხშირ შემთხვევაში Wi-Fi როუტერი წარმოადგენდა", - ნათქვამია კვლევაში.
კომისიამ იმ აბონენტების Wi-Fi როუტერები, რომელთაც ინტერნეტის სიჩქარის პრობლემა ჰქონდათ, სპეციალურად მოწყობილ ლაბორატორიაში შეამოწმა.
„კვლევამ აჩვენა, რომ იმ აბონენტების 26%-ს, რომელთაც პროვაიდერების მიერ უსასყიდლოდ გადაცემული როუტერები ჰქონდათ, არ მიეწოდებოდათ იმ სიჩქარისა და ხარისხის ინტერნეტი, რომელიც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, რისი მიზეზიც ხშირ შემთხვევაში ტექნიკური მახასიათებლები ან ძველი თაობის როუტერი იყო", - ნათქვამია ანგარიშში.
კომისია აღნიშნავს, რომ დღეს თანამედროვე მოწყობილობად მეხუთე ან ახალი თაობის როუტერი ითვლება.
გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ ინტერნეტის სიჩქარეზე ასევე გავლენას ახდებს მოწყობილობის ადგილმდებარეობა.
„მაღალი ხარისხის ინტერნეტისთვის აუცილებელია როუტერი ბინის ცენტრში იყოს განთავსებული, რათა უზრუნველყოფილი იქნას სიგნალის შეუფერხებელი გადაცემა“, - აღნიშნულია კვლევაში.
კვლევამ აჩვენა, რომ Wi-Fi-ს სიჩქარეზე გავლენას დაკავშირებული მომხმარებლების რაოდენობაც ახდენს, კერძოდ, რაც უფრო მეტი მომხმარებელია დაკავშირებული Wi-Fi-ზე, მით უფრო დაბალია ინტერნეტის სიჩქარე თითოეული მომხმარებლისთვის.
ამასთან, რიგ შემთხვევებში, პრობლემა Wi-Fi-ზე დაკავშირებული მოწყობილობები აღმოჩნდა. კერძოდ, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მისაღებად სასურველია ლეპტოპს, ტელეფონს ან თუნდაც Smart TV-ის იმავე სიხშირეზე მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეს, რა სიხშირესაც როუტერი იყენებს.
ინტერნეტის სიჩქარესა და ხარისხზე ზემოქმედებენ სხვა როუტერებიც.
როუტერის შემოწმების მარტივი პლატფორმა
ინტერნეტის ხარისხის შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა პლატფორმა -
wifi.comcom.ge.
პლატფორმის მეშვეობით, მომხმარებელი შეძლებს მარტივად გაზომოს Wi-Fi როუტერის მიერ მიწოდებული ინტერნეტის სიჩქარე.
ამასთან, ვებ-გვერდზე განთავსებულია ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარესა და ხარისხზე მოქმედი ფაქტორების შესახებ.