https://sputnik-georgia.com/20260114/premieri-shavi-zgvis-wkalqvesha-energokabelze-296647131.html
პრემიერი: შავი ზღვის კაბელი საქართველოს ენერგორესურსების სრულად გამოყენებაში დაეხმარება
პრემიერი: შავი ზღვის კაბელი საქართველოს ენერგორესურსების სრულად გამოყენებაში დაეხმარება
Sputnik საქართველო
პრემიერის თქმით, ეს ორმხრივად სასარგებლო პროექტია, რომელიც საქართველოს ენერგოპროდუქტიულობის გაზრდაში დაეხმარება. 14.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-14T23:24+0400
2026-01-14T23:24+0400
2026-01-14T23:24+0400
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ევროკომისია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/0d/296614877_0:113:2048:1265_1920x0_80_0_0_1fc0d64d6d9dc83bc42b3e71bcb1196b.jpg
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელის პროექტის წყალობით, საქართველო შეძლებს სრულად გამოიყენოს თავისი ენერგეტიკული რესურსები, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი ევროპასთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს, ენერგიის განახლებადი წყაროების თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი აქვს და ის მიმზიდველია, როგორც სატრანზიტო ჰაბი.პრემიერის თქმით, ეს ორმხრივად სასარგებლო პროექტია, რომელიც საქართველოს ენერგოპროდუქტიულობის გაზრდაში დაეხმარება.როგორც კორბახიძემ აღნიშნა, საქართველო ამ პროექტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. „მოხარული ვართ, რომ ევროკომისიამ ის თავისი პრიორიტეტების სიაში შეიტანა. ეს საერთო ინტერესის მატარებელი პროექტია და ჩვენ კიდევ უფრო ოპტიმისტურად ვართ განწყობილი მის რეალიზაციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერმა.პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1.195 კმ-იანი კაბელი (1.115კმ წყალქვეშ, ხოლო 40 კმ ხმელეთზე, ძაბვა – 525 კვ, სიმძლავრე – 1.300 მგვტ) საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.პროექტი ასევე მოიცავს ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო კაბელის მშენებლობას, რომელიც დამონტაჟდება წყალქვეშა ძალოვანი კაბელისთვის შერჩეულ დერეფანში.წყალქვეშა ძალოვანი კაბელის მშენებლობის დასრულების სავარაუდო თარიღია 2030 წელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/0d/296614877_197:0:2048:1388_1920x0_80_0_0_b454f1c65dfd5315940f6dfe56458e0b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ევროკომისია, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ევროკომისია, ახალი ამბები
პრემიერი: შავი ზღვის კაბელი საქართველოს ენერგორესურსების სრულად გამოყენებაში დაეხმარება
პრემიერის თქმით, ეს ორმხრივად სასარგებლო პროექტია, რომელიც საქართველოს ენერგოპროდუქტიულობის გაზრდაში დაეხმარება.
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელის პროექტის წყალობით, საქართველო შეძლებს სრულად გამოიყენოს თავისი ენერგეტიკული რესურსები, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი ევროპასთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს, ენერგიის განახლებადი წყაროების თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი აქვს და ის მიმზიდველია, როგორც სატრანზიტო ჰაბი.
„ჩვენ გავზრდით ჩვენს წარმადობას გენერაციის მიმართულებით და ექსპორტისთვის გვექნება გამომუშავებული ელექტროენერგია. ევროპაში სხვა ბაზრებზეც გავალთ. ამ პროექტის განხორციელების გარეშე რთული იქნებოდა ჩვენთვის ჩვენი ენერგორესურსების სრულად გამოყენება", - განაცხადა კობახიძემ აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში გამართულ ლიდერთა დიალოგზე სიტყვით გამოსვლისას, რომლის მთავარი თემა იყო „შუა დერეფანი - ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით“.
პრემიერის თქმით, ეს ორმხრივად სასარგებლო პროექტია, რომელიც საქართველოს ენერგოპროდუქტიულობის გაზრდაში დაეხმარება.
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს მივიჩნევთ ტრანსფორმაციულ პროექტად. ძალიან ამბიციური და რეალისტური პროექტია. ჩავატარეთ ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა. ეს პროექტი ტექნიკურად განხორციელებადია, ამიტომ, ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ ამ მიმართულებას", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც კორბახიძემ აღნიშნა, საქართველო ამ პროექტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. „მოხარული ვართ, რომ ევროკომისიამ ის თავისი პრიორიტეტების სიაში შეიტანა. ეს საერთო ინტერესის მატარებელი პროექტია და ჩვენ კიდევ უფრო ოპტიმისტურად ვართ განწყობილი მის რეალიზაციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერმა.
2025 წლის დეკემბერში ევროკომისიამ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს (BSSC), რომელმაც საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს, „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ (PMI) სტატუსი მიანიჭა.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1.195 კმ-იანი კაბელი (1.115კმ წყალქვეშ, ხოლო 40 კმ ხმელეთზე, ძაბვა – 525 კვ, სიმძლავრე – 1.300 მგვტ) საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.
პროექტი ასევე მოიცავს ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო კაბელის მშენებლობას, რომელიც დამონტაჟდება წყალქვეშა ძალოვანი კაბელისთვის შერჩეულ დერეფანში.
წყალქვეშა ძალოვანი კაბელის მშენებლობის დასრულების სავარაუდო თარიღია 2030 წელი.