https://sputnik-georgia.com/20260114/papuashvili-saqartvelos-drosha-gviambibs-vin-vart-chven-296626706.html
პაპუაშვილი: საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა მოგვითხრობს, თუ ვინ ვართ ჩვენ
პაპუაშვილი: საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა მოგვითხრობს, თუ ვინ ვართ ჩვენ
Sputnik საქართველო
საქართველოში დღეს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. 14.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-14T19:00+0400
2026-01-14T19:00+0400
2026-01-14T19:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24270/50/242705090_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_907d2b75e5e36896855d35eb855466ef.jpg
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა არის ყველაზე სადა, ცხადი და მკაფიო გამოსახულება ჩვენი ერის ისტორიისა, 1700 წლოვანი ქრისტიანული ცივილიზაციისა, მისი ბრძოლისა და სიმტკიცისა, რომელიც მოგვითხრობს თუ ვინ ვართ ჩვენ, დაწერა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში. საქართველოში დღეს ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტის – სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიულოცა 2026 წელი და სახელმწიფოებრიობის სიამაყის, ქართული დროშის დღე. ქვეყანაში ეს თარიღი პირველად 2012 წელს აღინიშნა 2004 წლის 14 იანვარს დამტკიცებული კანონის საფუძველზე, რომლის თანახმადაც ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოდ გამოცხადდა. დღესასწაული 2012 წელს დაფუძნდა. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, 14 იანვარს გამოფინონ ქართული დროშა თავიანთ სახლებზე. საქართველოს დროშაზე თეთრ ფონზე წითელი ფერის ხუთი ჯვარია გამოსახული, რაც იესო ქრისტესა და ოთხი მახარობლის სიმბოლოს წარმოადგენს. უწინდელი დროშა, რომელსაც პირველი ქართული რესპუბლიკის დროშას უწოდებენ, სახელმწიფო სიმბოლოდ 1990 წლის 14 ნოემბერს დამტკიცდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24270/50/242705090_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_55c54fa7e74d5179cf661b2bd50ea8f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საზოგადოება, ახალი ამბები
პაპუაშვილი: საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა მოგვითხრობს, თუ ვინ ვართ ჩვენ
საქართველოში დღეს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა არის ყველაზე სადა, ცხადი და მკაფიო გამოსახულება ჩვენი ერის ისტორიისა, 1700 წლოვანი ქრისტიანული ცივილიზაციისა, მისი ბრძოლისა და სიმტკიცისა, რომელიც მოგვითხრობს თუ ვინ ვართ ჩვენ, დაწერა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
საქართველოში დღეს ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტის – სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა.
„27 წლის წინ, 1999 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტს და მოუწოდა საქართველოს სახელმწიფო დროშად იმ გამოსახულების დაბრუნება, რომლის ქვეშაც საუკუნეების მანძილზე იბრძოდა ქართველი ხალხი, რომლითაც ეკურთხებოდნენ ქართველი მეფეები და რომელიც იქცა ჩვენი ერის მთლიანობის, სიძლიერის და განუყოფლობის სიმბოლოდ“, - დაწერა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიულოცა 2026 წელი და სახელმწიფოებრიობის სიამაყის, ქართული დროშის დღე.
ქვეყანაში ეს თარიღი პირველად 2012 წელს აღინიშნა 2004 წლის 14 იანვარს დამტკიცებული კანონის საფუძველზე, რომლის თანახმადაც ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოდ გამოცხადდა. დღესასწაული 2012 წელს დაფუძნდა. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, 14 იანვარს გამოფინონ ქართული დროშა თავიანთ სახლებზე.
საქართველოს დროშაზე თეთრ ფონზე წითელი ფერის ხუთი ჯვარია გამოსახული, რაც იესო ქრისტესა და ოთხი მახარობლის სიმბოლოს წარმოადგენს.
უწინდელი დროშა, რომელსაც პირველი ქართული რესპუბლიკის დროშას უწოდებენ, სახელმწიფო სიმბოლოდ 1990 წლის 14 ნოემბერს დამტკიცდა.