https://sputnik-georgia.com/20260114/evroviziaze-saqartvelos-bzikebi-waradgens-296636674.html
„ევროვიზია 2026": კონკურსზე საქართველოს ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს
„ევროვიზია 2026": კონკურსზე საქართველოს ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს
Sputnik საქართველო
გასულ წელს „ევროვიზიაზე" საქართველო მომღერალმა მარიამ შენგელიამ წარადგინა, რომელიც, სამწუხაროდ, ფინალში ვერ გავიდა. 14.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-14T22:53+0400
2026-01-14T22:53+0400
2026-01-14T22:53+0400
საქართველო
ევროვიზია
კულტურა საქართველოში
ავსტრია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/0e/296635740_0:178:1689:1128_1920x0_80_0_0_0e55bccc1ddea32315f21b57e492f127.jpg
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. სიმღერის კონკურს „ევროვიზია 2026"-ზე საქართველოს „საბავშვო ევროვიზია 2008"-ის გამარჯვებული ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს.„ევროვიზია 2026" 12, 14 და 16 მაისს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, Wiener Stadthalle-ში გაიმართება. მუსიკალურ ჯგუფ „ბზიკების“ წევრები არიან გიორგი შიოლაშვილი, მარიამ თათულაშვილი და მარიამ კიკუაშვილი. მათ პოპულარობა ბავშვობაში მოიპოვეს, როდესაც 2008 წელს საქართველოს სახელით „საბავშვო ევროვიზიის" კონკურსში გაიმარჯვეს.ჯგუფი 2008 წელს თბილისში ჩამოყალიბდა. მისი წევრები თავდაპირველად „საბავშვო ევროვიზიის" შიდაშესარჩევ კონკურსზე ინდივიდუალურად წარდგნენ, თუმცა, ჟიურის გადაწყვეტილებით, ერთ ჯგუფად გაერთიანდნენ. იმ პერიოდში „ბზიკები“ კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილეები, 10 წლისანი იყვნენ.გასულ წელს „ევროვიზიაზე" საქართველო მომღერალმა მარიამ შენგელიამ წარადგინა, რომელიც, სამწუხაროდ, ფინალში ვერ გავიდა.„ევროვიზიაზე" საქართველოს დებიუტი 2007 წელს შედგა. საქართველოს წარმომადგენლებმა ორჯერ მოახერხეს ფინალში მეცხრე ადგილის დაკავება: 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ სიმღერით Shine და 2011 წელს Eldrine-მა სიმღერით One More Day. ეს შედეგი საუკეთესოდ ითვლება.
საქართველო
ავსტრია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/0e/296635740_0:20:1689:1286_1920x0_80_0_0_e12c6ead1104ee73e2f90a73f40c6276.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ევროვიზია, კულტურა საქართველოში, ავსტრია, ახალი ამბები
საქართველო, ევროვიზია, კულტურა საქართველოში, ავსტრია, ახალი ამბები
„ევროვიზია 2026": კონკურსზე საქართველოს ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს
გასულ წელს „ევროვიზიაზე" საქართველო მომღერალმა მარიამ შენგელიამ წარადგინა, რომელიც, სამწუხაროდ, ფინალში ვერ გავიდა.
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. სიმღერის კონკურს „ევროვიზია 2026"-ზე საქართველოს „საბავშვო ევროვიზია 2008"-ის გამარჯვებული ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს.
„ევროვიზია 2026" 12, 14 და 16 მაისს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, Wiener Stadthalle-ში გაიმართება.
მუსიკალურ ჯგუფ „ბზიკების“ წევრები არიან გიორგი შიოლაშვილი, მარიამ თათულაშვილი და მარიამ კიკუაშვილი. მათ პოპულარობა ბავშვობაში მოიპოვეს, როდესაც 2008 წელს საქართველოს სახელით „საბავშვო ევროვიზიის" კონკურსში გაიმარჯვეს.
ჯგუფი 2008 წელს თბილისში ჩამოყალიბდა. მისი წევრები თავდაპირველად „საბავშვო ევროვიზიის" შიდაშესარჩევ კონკურსზე ინდივიდუალურად წარდგნენ, თუმცა, ჟიურის გადაწყვეტილებით, ერთ ჯგუფად გაერთიანდნენ. იმ პერიოდში „ბზიკები“ კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილეები, 10 წლისანი იყვნენ.
მათ „საბავშო ევროვიზიის" ისტორიაში საქართველოს პირველი გამარჯვება მოუტანეს. კონკურსზე გამარჯვების შემდეგ ჯგუფმა გამოუშვა ალბომი „ზაბუზეი“, რომლის სიმღერებიც ქვეყნის ბევრი ბავშვისთვის ნაცნობია.
გასულ წელს „ევროვიზიაზე" საქართველო მომღერალმა მარიამ შენგელიამ წარადგინა, რომელიც, სამწუხაროდ, ფინალში ვერ გავიდა.
„ევროვიზიაზე" საქართველოს დებიუტი 2007 წელს შედგა. საქართველოს წარმომადგენლებმა ორჯერ მოახერხეს ფინალში მეცხრე ადგილის დაკავება: 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ სიმღერით Shine და 2011 წელს Eldrine-მა სიმღერით One More Day. ეს შედეგი საუკეთესოდ ითვლება.