https://sputnik-georgia.com/20260114/bochorishvili-saqartvelos-aqvs-potenciali-gaxdes-globaluri-habi-296627325.html
ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს გლობალური ჰაბი
ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს გლობალური ჰაბი
Sputnik საქართველო
მინისტრის თქმით, სამიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს „შუა დერეფნის“ თემას, მის ფუნქციონირებასა და განვითარებას... 14.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-14T15:00+0400
2026-01-14T15:00+0400
2026-01-14T15:00+0400
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/0e/296625374_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_14e3c7348260f848c189aa8c10f02203.jpg
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაკავშირებადობის კუთხით და აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი, გახდეს გლობალური სატრანსპორტო-ლოგისტიკური ცენტრი, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.საგარეო საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მეთაურობს, აბუ-დაბიში მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტზე იმყოფება. ღონისძიება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 13-15 იანვრის პერიოდში იმართება. სამიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა თემატურ პანელზე, რომლის მთავარი თემაა შუა დერეფანი - ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით.მინისტრის თქმით, სამიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს „შუა დერეფნის“ თემას, მის ფუნქციონირებასა და განვითარებას საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. პრემიერი ასევე ხაზს გაუსვამს ამ მარშრუტის მნიშვნელობას როგორც რეგიონისთვის, ისე გლობალური მასშტაბით, ასევე საქართველოს როლს ამ დერეფანში.აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში, რომლის მთავარი თემაა თანამშრომლობა, ინვესტიციები და ინოვაციები, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები, ბიზნესლიდერები, ახალგაზრდა ინოვატორები და პოლიტიკოსები მონაწილეობენ.პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბიში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.„შუა დერეფანი"ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.ამჟამად „შუა დერეფანი“ გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს გავლით ევროპის ქვეყნებისკენ.საქართველო „შუა დერეფანს“ 2022 წელს შეუერთდა. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც ამ მიმართულებით სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს.საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/0e/296625374_0:0:1201:901_1920x0_80_0_0_2dc701e2fdf39dcc72dee332b2778760.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს გლობალური ჰაბი
მინისტრის თქმით, სამიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს „შუა დერეფნის“ თემას, მის ფუნქციონირებასა და განვითარებას საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაკავშირებადობის კუთხით და აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი, გახდეს გლობალური სატრანსპორტო-ლოგისტიკური ცენტრი, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მეთაურობს, აბუ-დაბიში მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტზე იმყოფება. ღონისძიება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 13-15 იანვრის პერიოდში იმართება. სამიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა თემატურ პანელზე, რომლის მთავარი თემაა შუა დერეფანი - ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით.
„საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელიც ასრულებს მნიშვნელოვან როლს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაკავშირებადობის კუთხით და არა მხოლოდ. საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი გლობალურად იყოს ჰაბი სწორედ ამ მიმართულებით", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის თქმით, სამიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს „შუა დერეფნის“ თემას, მის ფუნქციონირებასა და განვითარებას საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. პრემიერი ასევე ხაზს გაუსვამს ამ მარშრუტის მნიშვნელობას როგორც რეგიონისთვის, ისე გლობალური მასშტაბით, ასევე საქართველოს როლს ამ დერეფანში.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ფორუმებზე, რომელიც უკავშირდება ეკონომიკურ განვითარებას, ქვეყნების განვითარებას, ისმოდეს საქართველოს პოზიცია და კარგად იყოს გაცნობიერებული ის როლი, რაც ჩვენს ქვეყანას შეუძლია შეასრულოს რეგიონისთვის,“ - განაცხადა მინისტრმა.
აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში, რომლის მთავარი თემაა თანამშრომლობა, ინვესტიციები და ინოვაციები, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები, ბიზნესლიდერები, ახალგაზრდა ინოვატორები და პოლიტიკოსები მონაწილეობენ.
პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბიში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
ამჟამად „შუა დერეფანი“ გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს გავლით ევროპის ქვეყნებისკენ.
საქართველო „შუა დერეფანს“ 2022 წელს შეუერთდა. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც ამ მიმართულებით სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.