https://sputnik-georgia.com/20260114/ashsh-75-qveynistvis-vizebis-gacemas-sheacherebs-296651465.html
აშშ 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას შეაჩერებს
აშშ 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას შეაჩერებს
Sputnik საქართველო
გადაწყვეტილება 21 იანვარს ამოქმედდება და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება 14.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-14T21:17+0400
2026-01-14T21:17+0400
2026-01-14T22:25+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/11/276791479_0:75:1280:795_1920x0_80_0_0_50ac83dcd8f06c31a6750603db5a8c46.jpg
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა 75 ქვეყნის, მათ შორის რუსეთის და საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერება, იუწყება ტელეარხი Fox News.ტელეარხის ცნობით, გადაწყვეტილება საემიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერების თაობაზე 21 იანვარს ამოქმედდება და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი ვიზების დამუშავების პროცედურების ხელახალ შეფასებას არ განახორციელებს.მითითება ავალებს საკონსულო ოფიცრებს, უარი უთხრან ვიზაზე იმ აპლიკანტებს, რომლებიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო შეღავათებზე იქნებიან დამოკიდებული. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნება ფაქტორთა დიდი სპექტრი, მათ შორის: ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი, ინგლისური ენის ცოდნის დონე, ფინანსები და გრძელვადიანი სამედიცინო მომსახურების პოტენციური საჭიროებაც კი.გადაწყვეტილება შეეხება რუსეთის, სომალის, ავღანეთის, ირანის, ერაყის, ეგვიპტის, ნიგერიის, ტაილანდის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს. სახელმწიფო დეპარტამენტმა ვიზების გაცემის დროებით შეჩერების ბრძანება გასცა, სანამ უწყება აფასებს სკრინინგისა და შემოწმების პროცედურებს.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/11/276791479_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_fc6cac2f1ffba1995edd147145c84012.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , პოლიტიკა, ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , პოლიტიკა, ახალი ამბები
აშშ 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას შეაჩერებს
21:17 14.01.2026 (განახლებულია: 22:25 14.01.2026) გადაწყვეტილება 21 იანვარს ამოქმედდება და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა 75 ქვეყნის, მათ შორის რუსეთის და საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერება, იუწყება ტელეარხი Fox News.
ტელეარხის ცნობით, გადაწყვეტილება საემიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერების თაობაზე 21 იანვარს ამოქმედდება და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი ვიზების დამუშავების პროცედურების ხელახალ შეფასებას არ განახორციელებს.
„ამ 75 ქვეყნიდან მიგრაცია დროებით შეჩერდება, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი გადახედავს საიმიგრაციო პროცედურებს იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლის აღსაკვეთად, რომლებიც სოციალურ დახმარებასა და სახელმწიფო შეღავათებს გამოიყენებენ", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
მითითება ავალებს საკონსულო ოფიცრებს, უარი უთხრან ვიზაზე იმ აპლიკანტებს, რომლებიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო შეღავათებზე იქნებიან დამოკიდებული. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნება ფაქტორთა დიდი სპექტრი, მათ შორის: ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი, ინგლისური ენის ცოდნის დონე, ფინანსები და გრძელვადიანი სამედიცინო მომსახურების პოტენციური საჭიროებაც კი.
გადაწყვეტილება შეეხება რუსეთის, სომალის, ავღანეთის, ირანის, ერაყის, ეგვიპტის, ნიგერიის, ტაილანდის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს. სახელმწიფო დეპარტამენტმა ვიზების გაცემის დროებით შეჩერების ბრძანება გასცა, სანამ უწყება აფასებს სკრინინგისა და შემოწმების პროცედურებს.