https://sputnik-georgia.com/20260113/saqartvelos-nakrebi-evropis-chempionatze-iasparezebs-296619592.html
ფიგურული ციგურაობა: ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სრული გუნდით იასპარეზებს
ფიგურული ციგურაობა: ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სრული გუნდით იასპარეზებს
Sputnik საქართველო
ევროპის ჩემპიონატი ინგლისის ქალაქ შეფილდში 14-18 იანვარს გაიმართება 13.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-13T22:18+0400
2026-01-13T22:18+0400
2026-01-13T22:18+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/0d/296618314_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_4b2093895d30ef5eabbc97ada224432a.jpg
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სრული გუნდით იასპარეზებს, განაცხადეს საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში.ევროპის ჩემპიონატი ინგლისის ქალაქ შეფილდში 14-18 იანვარს გაიმართება - ეს საქართველოს ნაკრებისთვის ერთგვარი გენერალური რეპეტიცია იქნება 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებამდე, რომელიც 6 თებერვალს მილანში აიღებს სტარტს.ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას ლუკა ბერულავა-ანასტასია მეტელკინა (სპორტული წყვილები), ნიკა ეგაძე (კაცები), ანასტასია გუბანოვა (ქალები) და დიანა დევისი-გლებ სმოლკინი (სპორტული ცეკვები) მიიღებენ.გამოსვლის განრიგი:14 იანვარი17:00 სპორტული წყვილები (მოკლე პროგრამა)21:00 ქალები (მოკლე პროგრამა)15 იანვარი17:00 კაცები (მოკლე პროგრამა)22:00 სპორტული წყვილები (თავისუფალი პროგრამა)16 იანვარი16:00 სპორტული ცეკვა (რიტმული ცეკვა)22:00 ქალები (თავისუფალი პროგრამა)17 იანვარი17:00 კაცები (თავისუფალი პროგრამა)22:30 სპორტული ცეკვა (თავისუფალი პროგრამა)18 იანვარი19:00 საჩვენებელი პროგრამა.გარდა ამისა, როგორც ადრე გახდა ცნობილი, საქართველოს ნაკრები 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას.ფიგურული სრიალის საერთაშორისო ფედერაციამ (ISU) მილანის ოლიმპიადის გუნდური შეჯიბრის მონაწილეთა სია ოფიციალურად გამოაქვეყნა – ტურნირში, საქართველოს გარდა, აშშ, იაპონია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა, ჩინეთი და პოლონეთი იასპარეზებენ.აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალურ გამოსვლებში ოთხივე კატეგორიაში ლიცენზიების მოპოვება მხოლოდ ხუთმა ქვეყანამ შეძლო, ესენია – საქართველო, აშშ, იტალია, ჩინეთი და კანადა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/0d/296618314_107:0:1530:1067_1920x0_80_0_0_2a2cf6b1b4b06ce2bd4991bc5ebf588b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ფიგურული ციგურაობა: ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სრული გუნდით იასპარეზებს
ევროპის ჩემპიონატი ინგლისის ქალაქ შეფილდში 14-18 იანვარს გაიმართება
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სრული გუნდით იასპარეზებს, განაცხადეს საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში.
ევროპის ჩემპიონატი ინგლისის ქალაქ შეფილდში 14-18 იანვარს გაიმართება - ეს საქართველოს ნაკრებისთვის ერთგვარი გენერალური რეპეტიცია იქნება 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებამდე, რომელიც 6 თებერვალს მილანში აიღებს სტარტს.
ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას ლუკა ბერულავა-ანასტასია მეტელკინა (სპორტული წყვილები), ნიკა ეგაძე (კაცები), ანასტასია გუბანოვა (ქალები) და დიანა დევისი-გლებ სმოლკინი (სპორტული ცეკვები) მიიღებენ.
17:00 სპორტული წყვილები (მოკლე პროგრამა)
21:00 ქალები (მოკლე პროგრამა)
17:00 კაცები (მოკლე პროგრამა)
22:00 სპორტული წყვილები (თავისუფალი პროგრამა)
16:00 სპორტული ცეკვა (რიტმული ცეკვა)
22:00 ქალები (თავისუფალი პროგრამა)
17:00 კაცები (თავისუფალი პროგრამა)
22:30 სპორტული ცეკვა (თავისუფალი პროგრამა)
19:00 საჩვენებელი პროგრამა.
გარდა ამისა, როგორც ადრე გახდა ცნობილი, საქართველოს ნაკრები 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას.
ფიგურული სრიალის საერთაშორისო ფედერაციამ (ISU) მილანის ოლიმპიადის გუნდური შეჯიბრის მონაწილეთა სია ოფიციალურად გამოაქვეყნა – ტურნირში, საქართველოს გარდა, აშშ, იაპონია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა, ჩინეთი და პოლონეთი იასპარეზებენ.
აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალურ გამოსვლებში ოთხივე კატეგორიაში ლიცენზიების მოპოვება მხოლოდ ხუთმა ქვეყანამ შეძლო, ესენია – საქართველო, აშშ, იტალია, ჩინეთი და კანადა.