რამდენით შეიცვალა საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა?

© photo: Sputnik / Stringerდოლარის კუპიურა
დოლარის კუპიურა - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2026
გამოწერა
ყველაზე დიდი ვალი საქართველოს აზიის განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკის მიმართ აქვს.
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა 2026 წლის ბოლომდე 38,8 მილიარდ ლარს შეადგენს, ვალის ძირითადი ნაწილი ქვეყანას საერთაშორისო ბანკების მიმართ აქვს.
სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემებით, 38,815 მილიონი ლარიდან საქართველოს ბანკების ვალი 19.088,9 მლნ ლარს შეადგენს.
ამასთან, ყველაზე მეტი ვალი ქვეყანას აქვს აზიის განვითარების ბანკის (7.075,9 მლნ ლარი) და მსოფლიო ბანკის (6.399მლნ ლარი). ვალის მოცულობის მხრივ მესამე ადგილზეა ევროპის საინვესტიციო ბანკი – ქვეყანას მისი 3.379,8 მლნ ლარი ვალი აქვს.
საერთაშორისო ბანკების ვალის გარდა, საქართველოს 7 ქვეყნის 1.286,2 მლნ ლარი ვალი აქვს. ქვეყანას ყველაზე დიდი ვალი აქვს საფრანგეთის (2,293 მლნ) და გერმანიის (1.617,5 მლნ).
საქართველოს კრედიტორებს შორის ასევე არიან ავსტრია, იაპონია, თურქმენეთი და აშშ.
გარდა ამისა, საქართველოს ვალებს შორისაა ვალდებულებები ევრობონდებზე და საქართველოს ეროვნული ბანკის ვალი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ.
საქართველოს საგარეო ვალი დაანგარიშებულია კურსით 2,7 GEL/$1.
ყველა ახალი ამბავი
0