პრემიერი აბუ-დაბიში: ტრანზიტი, ინვესტიციები და საქართველოს სტრატეგიული პერსპექტივები

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე ვიზიტით აბუ-დაბიში იმყოფება
ირაკლი კობახიძე ვიზიტით აბუ-დაბიში იმყოფება - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2026
გამოწერა
სამიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა თემატურ პანელზე, რომლის მთავარი თემაა შუა დერეფანი - ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით.
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტის გახსნის ცერემონიაში, რომელიც აბუ-დაბის ეროვნულ საგამოფენო ცენტრში გაიმართა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამიტი არაბთა გაერთიანებული საამიროების მრეწველობისა და მოწინავე ტექნოლოგიების მინისტრმა, სულთან აჰმედ ალ ჯაბერმა გახსნა. ღონისძიებას დაესწრო არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი, რომელმაც ზაიედის მდგრადობის პრიზის სხვადასხვა კატეგორიის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძემ მონაწილეობა მიიღო მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტის გახსნის ცერემონიაში
Премьер-министр Грузии Ираклий Кобахидзе принял участие в церемонии открытия Саммита Недели устойчивого развития в Национальном выставочном центре Абу-Даби - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2026
ირაკლი კობახიძემ მონაწილეობა მიიღო მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტის გახსნის ცერემონიაში
სამიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა თემატურ პანელზე, რომლის მთავარი თემაა შუა დერეფანი - ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით.
„გამომდინარე იქიდან, რომ ამ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი დონის სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის სატრანზიტო პოტენციალზე საუბარი და ამ საკითხებზე აქცენტის გაკეთება, რადგან ჩვენთვის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების კონტექსტში სწორედ შუა დერეფნის განვითარება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს იმ მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებმაც, შესაძლოა, საქართველოში ინვესტიციები განახორციელონ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გლობალურად მოქმედ კომპანიებს ჰქონდეთ შესაბამისი ინფორმაცია საქართველოსა და მისი საინვესტიციო პოტენციალის შესახებ, რომლებიც დაინტერესებულები არიან იმით, რომ ჩვენს რეგიონში განახორციელონ გარკვეული საქმიანობა. რა თქმა უნდა, ისინი საქართველოს ხედავენ, როგორც პოტენციურ საინვესტიციო ადგილს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში, რომლის მთავარი თემაა თანამშრომლობა, ინვესტიციები და ინოვაციები, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები, ბიზნესლიდერები, ახალგაზრდა ინოვატორები და პოლიტიკოსები მონაწილეობენ.
© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე დელეგაციის წევრებთან ერთად
Премьер-министр Грузии Ираклий Кобахидзе с официальным визитом в ОАЭ - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2026
ირაკლი კობახიძე დელეგაციის წევრებთან ერთად
პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბიში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
ყველა ახალი ამბავი
0