გურიაში მდინარე აჭის წყლის შენაკადები ნაკადულის კალმახის ქვირითით დათევზიანდა

© photo: Sputnik / Stringerმდინარე
მდინარე - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2026
გამოწერა
სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული.
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მდინარე აჭის წლის შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობა ნაკადულის კალმახის განაყოფიერებული 20 ათასი ქვირითით დათევზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ქვირითი ნაყოფიერდება ხელოვნურად, გამოჩეკამდე მდინარის ინკუბატორში თავსდება და წყლის მდორე უბეებში ეწყობა. განაყოფიერებული კალმახის ქვირითი ველურ ბუნებაში ინკუბაციის ბოლო ფაზას გაივლის.
ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის გამრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს.
„წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს.
2026 წლის გეგმის მიხედვით, მდინარეები ჯამში 700 ათასი ქვირითით დათევზიანდება.
უწყების ინფორმაციით, პოპულაციის გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი ევროპის არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული.
ნაკადულის/მდინარის კალმახი "წითელ ნუსხაში" 2006 წელს მოხვდა. მას მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია. აღნიშნული კალმახის გამრავლების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლის სექტემბრიდან ახორციელებს. სააგენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს ბიომრავალფეროვნების დაცვა-აღდგენა და მათი ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნება წარმოადგენს, რისთვისაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.
ყველა ახალი ამბავი
0