შუა დერეფანი და ინვესტიციები: აბუ-დაბიში პრემიერის ვიზიტის დღის წესრიგი

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში
ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2026
გამოწერა
აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში, რომლის მთავარი თემაა თანამშრომლობა, ინვესტიციები და ინოვაციები, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები, ბიზნესლიდერები, ახალგაზრდა ინოვატორები და პოლიტიკოსები მონაწილეობენ.
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 13-15 იანვარს გაიმართება, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა თემატურ პანელზე, რომლის მთავარი თემაა შუა დერეფანი - ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, კობახიძე ასევე შეხვედრებს გამართავს მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან.
„პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ჩვენი სახელმწიფოსთვის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის შუა დერეფნისა და სატრანზიტო გზების განვითარება, ასევე საუბარი იქნება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. ყურადღება დაეთმობა იმ ინვესტიციებს, რომელსაც სახელმწიფო სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისთვის ახორციელებს“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში, რომლის მთავარი თემაა თანამშრომლობა, ინვესტიციები და ინოვაციები, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები, ბიზნესლიდერები, ახალგაზრდა ინოვატორები და პოლიტიკოსები მონაწილეობენ.
პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბიში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
ყველა ახალი ამბავი
0