როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში ძველით ახალ წელს

© photo: InfoBatumi.Geთოვლი
თოვლი - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2026
გამოწერა
სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია თოვა
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. 13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, მთაში თოვლის სახით, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, 14 იანვარს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი.
მთიან რაიონებში ნავარაუდევია ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება.
„დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
ყველა ახალი ამბავი
0