საქართველოს და სლოვაკეთს პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს

© Facebook / photo : Wizz Air / FB Wizz Air
 Wizz Air - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2026
გამოწერა
აქამდე საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ სრულდებოდა და ბრატისლავა–ქუთაისის მიმართულება ამ კუთხით პირველ პირდაპირ საჰაერო კავშირს წარმოადგენს.
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. სლოვაკეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ავიაკომპანია Wizz Air-ი ბრატისლავა–ქუთაისი–ბრატისლავას მიმართულებაზე ოპერირებას კვირაში სამჯერ ასრულებს, ხოლო მარტიდან მეოთხე სიხშირეს დაამატებს. ფრენები თანამედროვე Airbus A321neo ტიპის საჰაერო ხომალდით სრულდება.
მანამდე საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ სრულდებოდა და ბრატისლავა–ქუთაისის მიმართულება ამ კუთხით პირველ პირდაპირ საჰაერო კავშირს წარმოადგენს.
„ბრატისლავა ცენტრალურ ევროპაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ავიაჰაბია, რომელიც ვენასა და ბუდაპეშტთან უმოკლეს დისტანციაზე მდებარეობს. სწორედ ეს გეოგრაფიული მდებარეობა ქმნის დამატებით შესაძლებლობებს საქართველოს მოქალაქეებისთვის როგორც ტურისტული, ისე კულტურული და ეკონომიკური მოგზაურობების თვალსაზრისით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამჟამად Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 12 ქვეყნის 24 მიმართულებით ოპერირებს. მათ შორისაა, 2025 წლის ზაფხულში დამატებული ლიონის მიმართულება, ხოლო წლის ბოლოს ავიაკომპანიამ პირდაპირი ფრენები ვენეციის მიმართულებითაც დაიწყო. 2012 წლიდან, საქართველოში ოპერირების დაწყების დღიდან დღემდე, Wizz Air-მა საქართველოდან და პირიქით, თითქმის 9 მილიონი მგზავრი გადაიყვანა.
ყველა ახალი ამბავი
0