https://sputnik-georgia.com/20260112/sapensio-aqtivebi-296605138.html
რამდენმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით? მონაცემები განახლდა
რამდენმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით? მონაცემები განახლდა
Sputnik საქართველო
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა. 12.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-12T17:00+0400
2026-01-12T17:00+0400
2026-01-12T19:29+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/11/275879961_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_bcb4954a7c7a557d99097ee6b09a654b.jpg
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საპენსიო ფონდის აქტივების მოცულობამ, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 8,2 მლრდ ლარს გადააჭარბა, იუწყება საქართველოს საპენსიო ფონდი.საპენსიო ფონდის მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა მილიონ 706 ათასი ადამიანია.ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 1 მილიონ 706 ათასი ადამიანია ჩართული. აქედან 26,820-მა ადამიანმა უკვე ისარგებლა დაგროვებითი პენსიით, მათზე გაცემულმა თანხამ 124 მლნ ლარი შეადგინა.ფონდის მონაცემებით, 2025 წლის დეკემბერში აქტივების მთლიანმა შემოსავალმა 2,2 მლრდ ლარს გადააჭარბა. ამ პერიოდშიც ლიდერობს დინამიური პორტფელი.2023 წლის 6 აგვისტოდან 2025 წლის 31დეკემბრამდე რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) ასე გამოიყურება:პორტფელებს შორის ძირითადი განსხვავება გლობალური აქციების პროპორციებშია.დეკემბრის ბოლოსთვის, დინამიურ პორტფელში აქციების წილმა 57% შეადგინა, დაბალანსებულ პორტფელში - 37,6%, ხოლო კონსერვატიულ პორტფელში - 18,9%.დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს. სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს.დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/11/275879961_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_f638b6ddcabb69754fd4665b572c1aa2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
რამდენმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით? მონაცემები განახლდა
17:00 12.01.2026 (განახლებულია: 19:29 12.01.2026) დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საპენსიო ფონდის აქტივების მოცულობამ, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 8,2 მლრდ ლარს გადააჭარბა, იუწყება საქართველოს საპენსიო ფონდი.
საპენსიო ფონდის მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა მილიონ 706 ათასი ადამიანია.
ბოლო
მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 1 მილიონ 706 ათასი ადამიანია ჩართული. აქედან 26,820-მა ადამიანმა უკვე ისარგებლა დაგროვებითი პენსიით, მათზე გაცემულმა თანხამ 124 მლნ ლარი შეადგინა.
ფონდის მონაცემებით, 2025 წლის დეკემბერში აქტივების მთლიანმა შემოსავალმა 2,2 მლრდ ლარს გადააჭარბა. ამ პერიოდშიც ლიდერობს დინამიური პორტფელი.
2023 წლის 6 აგვისტოდან 2025 წლის 31დეკემბრამდე რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) ასე გამოიყურება:
დინამიური პორტფელი – 14,2%;
დაბალანსებული პორტფელი – 13,1%;
კონსერვატიული პორტფელი – 11,8%.
პორტფელებს შორის ძირითადი განსხვავება გლობალური აქციების პროპორციებშია.
დეკემბრის ბოლოსთვის, დინამიურ პორტფელში აქციების წილმა 57% შეადგინა, დაბალანსებულ პორტფელში - 37,6%, ხოლო კონსერვატიულ პორტფელში - 18,9%.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს. სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.