https://sputnik-georgia.com/20260112/erovnulma-bankma-axali-sakoleqcio-moneta-gamoushva-296597939.html
„ხელბურთი 2026“: ეროვნულმა ბანკმა ახალი საკოლექციო მონეტა გამოუშვა
„ხელბურთი 2026“: ეროვნულმა ბანკმა ახალი საკოლექციო მონეტა გამოუშვა
Sputnik საქართველო
ხელბურთის თემაზე მონეტის გამოშვების თხოვნით საქართველოს ეროვნულ ბანკს ხელბურთის ფედერაციამ მიმართა. აღნიშნული თხოვნა სებ-ის საბჭომ განხილვის შედეგად... 12.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-12T13:00+0400
2026-01-12T13:00+0400
2026-01-12T13:00+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/0b/296597437_0:0:1600:900_1920x0_80_0_0_fbafae04164221f0b13a06cb360a6680.jpg
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. ქართული ხელბურთის პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობისა და ხელბურთის ეროვნული ფედერაციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი 1 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა, ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ მიიღებს მონაწილეობას - პირველად ქართველმა სპორტსმენებმა 2024 წელს მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატის საგზური.მონეტები 3000-იანი ტირაჟით მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 200 ლარს შეადგენს.მონეტის რეალიზაცია 2026 წლის 12 იანვარს, 10:00 საათიდან დაიწყება როგორც საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებიდან, ასევე, ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით.ხელბურთში ევროპის ჩემპიონატი 15 იანვარს დაიწყება და სამ ქვეყანაში: ნორვეგიაში, შვედეთსა და დანიაში გაიმართება. ტურნირში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ბოლო კონტინენტურ ჩემპიონატზე საფრანგეთმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/0b/296597437_0:0:1200:900_1920x0_80_0_0_95d92d2cbc83eb0004a96799674182c6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
„ხელბურთი 2026“: ეროვნულმა ბანკმა ახალი საკოლექციო მონეტა გამოუშვა
ხელბურთის თემაზე მონეტის გამოშვების თხოვნით საქართველოს ეროვნულ ბანკს ხელბურთის ფედერაციამ მიმართა. აღნიშნული თხოვნა სებ-ის საბჭომ განხილვის შედეგად დააკმაყოფილა.
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. ქართული ხელბურთის პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობისა და ხელბურთის ეროვნული ფედერაციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი 1 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა, ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.
საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ მიიღებს მონაწილეობას - პირველად ქართველმა სპორტსმენებმა 2024 წელს მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატის საგზური.
„ხელბურთი 2026“ მონეტის დიზაინის ესკიზი საქართველოს ხელბურთის ფედერაციის (დიზაინერი გ. ჟღენტი) მიერ ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით მომზადდა. დიზაინის სრულყოფა და მონეტების დამზადება ყაზახეთის ზარაფხანაში ექსკლუზიური ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდა.
მონეტები 3000-იანი ტირაჟით მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 200 ლარს შეადგენს.
მონეტის რეალიზაცია 2026 წლის 12 იანვარს, 10:00 საათიდან დაიწყება როგორც საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებიდან, ასევე, ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით.
საკასო ცენტრი - მისამართი: ქ. თბილისი, იასონ ლორთქიფანიძის 2 (კახეთის გზატკეცილი 72), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-17:00 (შესვენება 13:00-14:00).
ყვარლის ფულის მუზეუმი - მისამართი: ქ. ყვარელი, შოთა რუსთაველის ქ. 10, სამუშაო დღეები: - ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 10:00-17:00 (შესვენება 13:00-14:00).
ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზია - https://moneymuseum.nbg.gov.ge/.
ხელბურთში ევროპის ჩემპიონატი 15 იანვარს დაიწყება და სამ ქვეყანაში: ნორვეგიაში, შვედეთსა და დანიაში გაიმართება. ტურნირში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ბოლო კონტინენტურ ჩემპიონატზე საფრანგეთმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.