https://sputnik-georgia.com/20260112/axali-dizainis-eleqtronuli-piradobis-mowmobebis-gacema-daiwyo-296599240.html
ახალი დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო
ახალი დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო
Sputnik საქართველო
ახალი თაობის დოკუმენტების უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, მათი დიზაინი კი... 12.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-12T10:52+0400
2026-01-12T10:52+0400
2026-01-12T10:52+0400
საქართველო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საზოგადოება
საქართველოს პასპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/15/283525137_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_c9fa49fd152e7599c4c67f71079e945b.jpg
თბილისი, 12 იანვარი - Sputnik. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალი თაობის განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო.საქართველოში ახალი ფორმის პირადობის მოწმობისა და პასპორტის გაცემა 2025 წლის 4 ივნისიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ეს ვადა ჯერ 1-ელ აგვისტომდე გადაწიეს, მოგვიანებით კი 6 ოქტომბრამდე. ამასთან, ძველი ფორმის დოკუმენტების გაცემის ვადა გახანგრძლივდა 2026 წლის იანვრამდე.სააგენტოს ინფორმაციით, დოკუმენტის საფასური იგივე რჩება, ვადიანი დოკუმენტების მფლობელები კი ვალდებული არ არიან შეცვალონ ისინი ახლით.როგორც სააგენტოში განმარტეს, ახალი თაობის დოკუმენტების უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, მათი დიზაინი კი ეროვნული თემატიკის სიმბოლოებით არის დატვირთული.დაინტერესებულ პირებს დოკუმენტებზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში. ასევე, დისტანციურად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით.პირადობის მოწმობის ღირებულება 60-დან 150 ლარამდეა, დამზადების დროიდან გამომდინარე. პასპორტის ღირებულება 150-დან 350 ლარამდეა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/15/283525137_191:0:2922:2048_1920x0_80_0_0_79e681fa60db3aab2064a9afd3d2cc96.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საზოგადოება, საქართველოს პასპორტი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საზოგადოება, საქართველოს პასპორტი , ახალი ამბები
ახალი დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო
ახალი თაობის დოკუმენტების უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, მათი დიზაინი კი ეროვნული თემატიკის სიმბოლოებით არის დატვირთული.
თბილისი, 12 იანვარი - Sputnik. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალი თაობის განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო.
საქართველოში ახალი ფორმის პირადობის მოწმობისა და პასპორტის გაცემა 2025 წლის 4 ივნისიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ეს ვადა ჯერ 1-ელ აგვისტომდე გადაწიეს, მოგვიანებით კი 6 ოქტომბრამდე. ამასთან, ძველი ფორმის დოკუმენტების გაცემის ვადა გახანგრძლივდა 2026 წლის იანვრამდე.
სააგენტოს ინფორმაციით, დოკუმენტის საფასური იგივე რჩება, ვადიანი დოკუმენტების მფლობელები კი ვალდებული არ არიან შეცვალონ ისინი ახლით.
როგორც სააგენტოში განმარტეს, ახალი თაობის დოკუმენტების უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, მათი დიზაინი კი ეროვნული თემატიკის სიმბოლოებით არის დატვირთული.
„განახლებული პირადობის ელექტრონული მოწმობა შეიცავს მფლობელის თითის ანაბეჭდებს. მასზე ასევე განთავსებულია QR კოდი, რომლის დასკანერებისას შესაძლებელია დამატებითი ინფორმაციის მიღება: დოკუმენტის ნომრისა და სტატუსის, პირის რეგისტრაციის მისამართის, ასევე, დოკუმენტის მფლობელის მოთხოვნით - სტუდენტის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.
დაინტერესებულ პირებს დოკუმენტებზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში. ასევე, დისტანციურად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით.
პირადობის მოწმობის ღირებულება 60-დან 150 ლარამდეა, დამზადების დროიდან გამომდინარე. პასპორტის ღირებულება 150-დან 350 ლარამდეა.