https://sputnik-georgia.com/20260112/2025-wels-ramden-qvekanashi-waradgines-qartuli-gvino-296600582.html
2025 წელს რამდენ ქვეყანაში წარადგინეს ქართული ღვინო: სააგენტოს ანგარიში
2025 წელს რამდენ ქვეყანაში წარადგინეს ქართული ღვინო: სააგენტოს ანგარიში
Sputnik საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. 12.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-12T14:29+0400
2026-01-12T14:29+0400
2026-01-12T14:29+0400
საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
ქართული ღვინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283091760_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_ff5d71f8d446cfe10e4a945ad82963cf.jpg
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. 2025 წელს ქართული ღვინო წარდგენილი იყო მსოფლიოს 21 ქვეყანაში 58 გამოფენა-ფესტივალსა და 322 დეგუსტაცია-სემინარზე, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.აღნიშნული ღონისძიებები, რომლის მიზანი ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდა და ბაზრების დივერსიფიკაციაა, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით გაიმართა.კერძოდ, ქართული ღვინო წარდგენილი იყო აშშ-ში, ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ჩინეთში, იაპონიაში, სლოვენიაში, დიდ ბრიტანეთში, დანიაში, სამხრეთ კორეაში, ნორვეგიაში, პოლონეთში, ავსტრიაში, ბელგიაში, ფინეთში, ბრაზილიაში, სომხეთში, კანადასა და უზბეკეთში.გასულ წელს უცხოელი პროფესიონალების მონაწილეობით საქართველოში ჩატარდა 18 ღვინის ტური, რომლის ფარგლებშიც ქართული ღვინოები ადგილზე დააგემოვნეს ღვინის მაგისტრებმა, ექსპერტებმა, სომელიეებმა და კომერციული სექტორის წარმომადგენლებმა გერმანიიდან, იაპონიიდან, ჩინეთიდან, პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, შვედეთიდან, ფინეთიდან და აშშ-დან.გარდა ამისა, საქართველოს მასშტაბით გაიმართა ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები, რომლებიც ემსახურება ქართული ღვინის პოპულარიზაციას, ღვინის ტურიზმის პოტენციალის და ღვინის სამომხმარებლო კულტურის ზრდას - ჯამში 32 ღონისძიება, მათ შორის, 30 გამოფენა-ფესტივალი და 2 კონკურსი.უწყების ცნობით, ღვინის ეროვნული სააგენტო აგრძელებს მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ექსპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ, გარდა დსთ-ს და სუამ-ის ქვეყნებისა.აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს თანადაფინანსების სახით ქართული ღვინის მწარმოებელმა 9 კომპანიამ ჯამურად, 692,969 ლარი მიიღო.აღნიშნული აქტივობები განხორციელდა „ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, რომლის ბიუჯეტიც 2025 წელს 17,4 მილიონ ლარს შეადგენდა.ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283091760_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_3b08d86fa869673d6f2c05ac203a8ae8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, ქართული ღვინო
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, ქართული ღვინო
2025 წელს რამდენ ქვეყანაში წარადგინეს ქართული ღვინო: სააგენტოს ანგარიში
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს.
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. 2025 წელს ქართული ღვინო წარდგენილი იყო მსოფლიოს 21 ქვეყანაში 58 გამოფენა-ფესტივალსა და 322 დეგუსტაცია-სემინარზე, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
აღნიშნული ღონისძიებები, რომლის მიზანი ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდა და ბაზრების დივერსიფიკაციაა, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით გაიმართა.
კერძოდ, ქართული ღვინო წარდგენილი იყო აშშ-ში, ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ჩინეთში, იაპონიაში, სლოვენიაში, დიდ ბრიტანეთში, დანიაში, სამხრეთ კორეაში, ნორვეგიაში, პოლონეთში, ავსტრიაში, ბელგიაში, ფინეთში, ბრაზილიაში, სომხეთში, კანადასა და უზბეკეთში.
გასულ წელს უცხოელი პროფესიონალების მონაწილეობით საქართველოში ჩატარდა 18 ღვინის ტური, რომლის ფარგლებშიც ქართული ღვინოები ადგილზე დააგემოვნეს ღვინის მაგისტრებმა, ექსპერტებმა, სომელიეებმა და კომერციული სექტორის წარმომადგენლებმა გერმანიიდან, იაპონიიდან, ჩინეთიდან, პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, შვედეთიდან, ფინეთიდან და აშშ-დან.
გარდა ამისა, საქართველოს მასშტაბით გაიმართა ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები, რომლებიც ემსახურება ქართული ღვინის პოპულარიზაციას, ღვინის ტურიზმის პოტენციალის და ღვინის სამომხმარებლო კულტურის ზრდას - ჯამში 32 ღონისძიება, მათ შორის, 30 გამოფენა-ფესტივალი და 2 კონკურსი.
უწყების ცნობით, ღვინის ეროვნული სააგენტო აგრძელებს მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ექსპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ, გარდა დსთ-ს და სუამ-ის ქვეყნებისა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს თანადაფინანსების სახით ქართული ღვინის მწარმოებელმა 9 კომპანიამ ჯამურად, 692,969 ლარი მიიღო.
აღნიშნული აქტივობები განხორციელდა „ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, რომლის ბიუჯეტიც 2025 წელს 17,4 მილიონ ლარს შეადგენდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს.