https://sputnik-georgia.com/20260111/voetbal-kashia-vitesshi-motamashed-ver-dabrundeba-296596805.html
Voetbal: კაშია „ვიტესში“ მოთამაშედ ვერ დაბრუნდება
Voetbal: კაშია „ვიტესში“ მოთამაშედ ვერ დაბრუნდება
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, კაშია, სავარაუდოდ, ამ სეზონის შემდეგ კარიერას დაასრულებს. 11.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-11T20:00+0400
2026-01-11T20:00+0400
2026-01-11T20:00+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24248/75/242487514_0:16:2000:1141_1920x0_80_0_0_565fc4b772857a3479737f724bbbde6e.jpg
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტან გურამ კაშიას „ვიტესში“ დაბრუნება სურდა, მაგრამ ეს ფინანსურად შეუძლებელი აღმოჩნდა. ამის შესახებ პირველი არხი ინფორმაციას Voetbal International-ზე დაყრდნობით ავრცელებს.კაშია ჰოლანდიურ კლუბ „ვიტესში“ 2010-2018 წლებში თამაშობდა და ამ პერიოდში არნემული კლუბის ლიდერად იქცა. მცველმა არნემის კლუბის შემადგენლობაში 293 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა. მას შემდეგ, რაც „ვიტესმა“ სეზონის დასაწყისში პროფესიული გუნდის ლიცენზია აღადგინა, 38 წლის მცველმა კლუბის აღორძინებაში წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა.ქართველ ფეხბურთელს ამჟამად კონტრაქტი ბრატისლავის „სლოვანთან“ აკავშირებს, მაგრამ მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდება და იმედოვნებდა, რომ „ვიტესში“ ფეხბურთელის სტატუსით დაბრუნდებოდა. თუმცა, ხელშეკრულებით, არნემის კლუბი ვალდებულია, დააკმაყოფილოს კაშიას, როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოთამაშის სახელფასო მოთხოვნის პირობები, რაც ამჟამინდელ სიტუაციაში „ვიტესისთვის“ შეუძლებელია. ის ფაქტი, რომ კაშია „უფასოდ“ დაბრუნებისთვისაც კი მზადაა, ვითარებას არ ცვლის.Voetbal International-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კაშია, სავარაუდოდ, ამ სეზონის შემდეგ კარიერას დაასრულებს. ვეტერანი მალე განაახლებს მოლაპარაკებებს „ვიტესთან“, ამჯერად მოედნის გარეთ მუშაობასთან დაკავშირებით. კარიერის განმავლობაში კაშიამ მიიღო სხვადასხვა სამწვრთნელო ლიცენზია და მენეჯმენტის კურსები გაიარა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24248/75/242487514_344:0:2000:1242_1920x0_80_0_0_7ff2ffe33c90a61261000a36205eefe7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
Voetbal: კაშია „ვიტესში“ მოთამაშედ ვერ დაბრუნდება
გავრცელებული ინფორმაციით, კაშია, სავარაუდოდ, ამ სეზონის შემდეგ კარიერას დაასრულებს.
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტან გურამ კაშიას „ვიტესში“ დაბრუნება სურდა, მაგრამ ეს ფინანსურად შეუძლებელი აღმოჩნდა. ამის შესახებ პირველი არხი ინფორმაციას Voetbal International-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
კაშია ჰოლანდიურ კლუბ „ვიტესში“ 2010-2018 წლებში თამაშობდა და ამ პერიოდში არნემული კლუბის ლიდერად იქცა. მცველმა არნემის კლუბის შემადგენლობაში 293 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა. მას შემდეგ, რაც „ვიტესმა“ სეზონის დასაწყისში პროფესიული გუნდის ლიცენზია აღადგინა, 38 წლის მცველმა კლუბის აღორძინებაში წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა.
„გურამ კაშია იმედოვნებდა, რომ მომავალ ზაფხულს „ვიტესში“ ფეხბურთელის რანგში დაბრუნდებოდა, რათა დახმარებოდა კლუბს, სადაც რვა წლის განმავლობაში თამაშობდა. არნემის კლუბმა ცოტა ხნის წინ მოლაპარაკებები გამართა ქართველ ფეხბურთელთან, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა", - ნათქვამია განცხადებაში.
ქართველ ფეხბურთელს ამჟამად კონტრაქტი ბრატისლავის „სლოვანთან“ აკავშირებს, მაგრამ მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდება და იმედოვნებდა, რომ „ვიტესში“ ფეხბურთელის სტატუსით დაბრუნდებოდა. თუმცა, ხელშეკრულებით, არნემის კლუბი ვალდებულია, დააკმაყოფილოს კაშიას, როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოთამაშის სახელფასო მოთხოვნის პირობები, რაც ამჟამინდელ სიტუაციაში „ვიტესისთვის“ შეუძლებელია. ის ფაქტი, რომ კაშია „უფასოდ“ დაბრუნებისთვისაც კი მზადაა, ვითარებას არ ცვლის.
Voetbal International-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კაშია, სავარაუდოდ, ამ სეზონის შემდეგ კარიერას დაასრულებს. ვეტერანი მალე განაახლებს მოლაპარაკებებს „ვიტესთან“, ამჯერად მოედნის გარეთ მუშაობასთან დაკავშირებით. კარიერის განმავლობაში კაშიამ მიიღო სხვადასხვა სამწვრთნელო ლიცენზია და მენეჯმენტის კურსები გაიარა.