https://sputnik-georgia.com/20260111/ufc-topuria-momdevno-brzolas-gazafxulze-gamartavs-296595561.html
UFC: ილია თოფურია შემდეგ ბრძოლას გაზაფხულის მიწურულს ან ზაფხულში გამართავს
UFC: ილია თოფურია შემდეგ ბრძოლას გაზაფხულის მიწურულს ან ზაფხულში გამართავს
Sputnik საქართველო
გამოცემის ინფორმაციით, ქართველი მებრძოლის მეტოქე ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტის წყვილში გამარჯვებული იქნება. 11.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-11T17:42+0400
2026-01-11T17:42+0400
2026-01-11T17:42+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273052922_0:150:1440:960_1920x0_80_0_0_b2d1a3afef13f8d1a28f059e0bf9e9f7.jpg
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. UFC-ის მსუბუქი დივიზიონის (70კგ) ჩემპიონი ილია თოფურია ორგანიზაციაში მომდევნო ბრძოლას 2026 წლის გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულში გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა „მარკა“ ავრცელებს.გამოცემის ინფორმაციით, ქართველი მებრძოლის მეტოქე ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტის წყვილში გამარჯვებული იქნება.„თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით გაგრძელდა, სავარაუდოდ, ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულს 2026 წლის გაზაფხულის მიწურულს ან ზაფხულში დაიცავს. ცხადია, საბოლოო გადაწყვეტილება UFC-ს გეგმებზეა დამოკიდებული, თუმცა მოსალოდნელია, რომ მისი მეტოქე ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტის წყვილში გამარჯვებული იქნება. ისინი იანვრის ბოლოს, UFC 324-ზე, იმ დივიზიონის დროებითი ქამრისთვის იბრძოლებენ“, – წერს გამოცემა.28 წლის ილია თოფურია შერეულ ორთაბრძოლებში დაუმარცხებელია. ის ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის, UFC-ის ორი დივიზიონის ჩემპიონია. ქვემსუბუქი წონის (65კგ) ქამარი 2024 წლის თებერვალში მოიპოვა და ოქტომბერში წარმატებით დაიცვა. შემდეგ მსუბუქ წონაში გადაინაცვლა და სატიტულო ბრძოლაში 2025 წლის ივნისში ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირას სძლია.შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა პროფესიონალმა მებრძოლმა ილია თოფურიამ 17 ბრძოლა ჩაატარა და არცერთი მარცხი არ განუცდია.ილია თოფურიაილია თოფურია ესპანეთში საცხოვრებლად 15 წლის ასაკში ოჯახთან ერთად გადავიდა. მან შერეულ ორთაბრძოლებში ვარჯიში ძმასთან ერთად ქალაქ ალიკანტეში დაიწყო. მისი დებიუტი 2015 წელს შედგა.შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა პროფესიონალმა მებრძოლმა ილია თოფურიამ 2024 წლის თებერვალში საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქვემსუბუქ წონაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა. თოფურია პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელმაც UFC-ის ჩემპიონობა მოიპოვა.თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი გასული წლის ოქტომბერში ამერიკელი მაქს ჰოლოუეისთან დაიცვა.ილია თოფურია შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 17 შეხვედრის შემდეგ დაუმარცხებელია, ხოლო უშუალოდ ორგანიზაცია UFC-ში ეს მისთვის ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იყო, მან შვიდი შეხვედრა ვადაზე ადრე მოიგო.შედეგად, 28 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ს ორი დივიზიონის ჩემპიონია. თოფურია ორგანიზაციის ისტორიაში მეათე სპორტსმენია, რომელმაც მსგავსი რამ შეძლო. აქამდე სხვადასხვა დივიზიონის ქამარი რენდი კუტურმა, ბი ჯეი პენმა, კონორ მაკგრეგორმა, ჯორჯ სენ-პიერმა, დანიელ კორმიემ, ამანდა ნუნეშმა, ჰენრი სეხუდომ , ჯონ ჯონსმა და ალექს პერეირამ მოიპოვეს.თოფურიამ მეტსახელიც შეიცვალა - ის აქამდე ბრძოლებში „მატადორის“ (El Matador) სახელით გამოდიოდა, ხოლო ამიერიდან იგი „ლეგენდას“ (La Leyenda) სახელით იასპარეზებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273052922_258:149:1339:960_1920x0_80_0_0_c17e9ffc9e320c48134133264348e61b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
UFC: ილია თოფურია შემდეგ ბრძოლას გაზაფხულის მიწურულს ან ზაფხულში გამართავს
გამოცემის ინფორმაციით, ქართველი მებრძოლის მეტოქე ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტის წყვილში გამარჯვებული იქნება.
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. UFC-ის მსუბუქი დივიზიონის (70კგ) ჩემპიონი ილია თოფურია ორგანიზაციაში მომდევნო ბრძოლას 2026 წლის გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულში გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა „მარკა“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ქართველი მებრძოლის მეტოქე ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტის წყვილში გამარჯვებული იქნება.
„თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით გაგრძელდა, სავარაუდოდ, ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულს 2026 წლის გაზაფხულის მიწურულს ან ზაფხულში დაიცავს. ცხადია, საბოლოო გადაწყვეტილება UFC-ს გეგმებზეა დამოკიდებული, თუმცა მოსალოდნელია, რომ მისი მეტოქე ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტის წყვილში გამარჯვებული იქნება. ისინი იანვრის ბოლოს, UFC 324-ზე, იმ დივიზიონის დროებითი ქამრისთვის იბრძოლებენ“, – წერს გამოცემა.
28 წლის ილია თოფურია შერეულ ორთაბრძოლებში დაუმარცხებელია. ის ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის, UFC-ის ორი დივიზიონის ჩემპიონია. ქვემსუბუქი წონის (65კგ) ქამარი 2024 წლის თებერვალში მოიპოვა და ოქტომბერში წარმატებით დაიცვა. შემდეგ მსუბუქ წონაში გადაინაცვლა და სატიტულო ბრძოლაში 2025 წლის ივნისში ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირას სძლია.
შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა პროფესიონალმა მებრძოლმა ილია თოფურიამ 17 ბრძოლა ჩაატარა და არცერთი მარცხი არ განუცდია.
ილია თოფურია ესპანეთში საცხოვრებლად 15 წლის ასაკში ოჯახთან ერთად გადავიდა. მან შერეულ ორთაბრძოლებში ვარჯიში ძმასთან ერთად ქალაქ ალიკანტეში დაიწყო. მისი დებიუტი 2015 წელს შედგა.
შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა პროფესიონალმა მებრძოლმა ილია თოფურიამ 2024 წლის თებერვალში საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქვემსუბუქ წონაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა. თოფურია პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელმაც UFC-ის ჩემპიონობა მოიპოვა.
თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი გასული წლის ოქტომბერში ამერიკელი მაქს ჰოლოუეისთან დაიცვა.
ილია თოფურია შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 17 შეხვედრის შემდეგ დაუმარცხებელია, ხოლო უშუალოდ ორგანიზაცია UFC-ში ეს მისთვის ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იყო, მან შვიდი შეხვედრა ვადაზე ადრე მოიგო.
შედეგად, 28 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ს ორი დივიზიონის ჩემპიონია. თოფურია ორგანიზაციის ისტორიაში მეათე სპორტსმენია, რომელმაც მსგავსი რამ შეძლო. აქამდე სხვადასხვა დივიზიონის ქამარი რენდი კუტურმა, ბი ჯეი პენმა, კონორ მაკგრეგორმა, ჯორჯ სენ-პიერმა, დანიელ კორმიემ, ამანდა ნუნეშმა, ჰენრი სეხუდომ , ჯონ ჯონსმა და ალექს პერეირამ მოიპოვეს.
თოფურიამ მეტსახელიც შეიცვალა - ის აქამდე ბრძოლებში „მატადორის“ (El Matador) სახელით გამოდიოდა, ხოლო ამიერიდან იგი „ლეგენდას“ (La Leyenda) სახელით იასპარეზებს.