https://sputnik-georgia.com/20260111/ragbis-nakrebis-mwvrtnelad-pier-anri-bronkani-dainishna-296595894.html
რაგბი: საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად პიერ-ანრი ბრონკანი დაინიშნა
რაგბი: საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად პიერ-ანრი ბრონკანი დაინიშნა
Sputnik საქართველო
ფრანგი სპეციალისტი ნაკრებში მუშაობას ივნისიდან შეუდგება და გუნდს 2027 წლის მსოფლიო თასისთვის მოამზადებს. 11.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-11T18:13+0400
2026-01-11T18:13+0400
2026-01-11T18:13+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/1f/296467492_0:75:1440:885_1920x0_80_0_0_4cb9b88dcb8c3343ba229a9dfa52bedb.jpg
თბილისი, 151 იანვარი — Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებსა და „შავ ლომს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ამ პოსტზე ფრანგი სპეციალისტი პიერ-ანრი ბრონკანი იმუშავებს – მისი დანიშვნა საქართველოს რაგბის კავშირმა ოფიციალურად დაადასტურა. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „შავი ლომის“ მთავარი მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა პოსტი 2025 წლის დეკემბრის ბოლოს დატოვა.ბრონკანთან კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდე გაფორმდება.პიერ-ანრი ბრონკანი სარაგბო ოჯახიდანაა. მისი მამა – ანრი ბრონკანი ცნობილი მწვრთნელი იყო. აღსანიშნავია, რომ ის 2007 წლის მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების კონსულტანტიც გახლდათ.პიერ-ანრი ბრონკანმა სამწვრთნელო კარიერა 2006 წელს დაიწყო და „ბლინიაკს“ ჩაუდგა სათავეში. სხვადასხვა დროს მუშობდა „ოშში“, „ორიაკში“, „კოლომიეში“, „ტარბში“, „ტულუზსა“ (დაცვის მწვრთნელი) და „კასტრში“. ამჟამად კი „ბრივის“ მთავარი მწვრთნელია, რომელიც საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში 16 ტურის შემდეგ 40 ქულით მე-6 ადგილზეა.სანაკრებო დონეზე ბრონკანი 2023 წელს ავსტრალიის ნაკრებში მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.საქართველოს ნაკრებში მუშაობას ფრანგი სპეციალისტი ივნისიდან შეუდგება და გუნდს 2027 წლის მსოფლიო თასისთვის მოამზადებს.მანამდე კი „ბორჯღალოსნებსა“ და „შავ ლომს“ იტალიელი სპეციალისტი მარკო ბორტოლამი უხელმძღვანელებს, რომლის დებიუტი „შავი ლომის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 10 იანვარს, „ჩელენჯ თასზე" „მონტობანთან“ მატჩში შედგა, 17 იანვარს კი „შავი ლომი“ თბილისში „ძებრე პარმას“ უმასპინძლებს. ზაფხულიდან ბორტოლამი ბრონკანის ასისტენტი იქნება.იტალიელი სპეციალისტი უხელმძღვანელებს „ბორჯღალოსნებს“ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც თებერვალ-მარტში გაიმართება. ჯგუფურ ეტაპზე საქართველო 8 და 15 თებერვალს სტუმრად, შვეიცარიასა და ნიდერლანდებს ეთამაშება, ხოლო 21 თებერვალს თბილისში ესპანეთს დაუხვდება. ნახევარფინალები 7-8 მარტსაა ჩანიშნული, ფინალები კი 15 მარტს მადრიდში გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/1f/296467492_80:0:1360:960_1920x0_80_0_0_db87c82fda02a7e37e0171a5c9cc3620.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
რაგბი: საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად პიერ-ანრი ბრონკანი დაინიშნა
ფრანგი სპეციალისტი ნაკრებში მუშაობას ივნისიდან შეუდგება და გუნდს 2027 წლის მსოფლიო თასისთვის მოამზადებს.
თბილისი, 151 იანვარი — Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებსა და „შავ ლომს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ამ პოსტზე ფრანგი სპეციალისტი პიერ-ანრი ბრონკანი იმუშავებს – მისი დანიშვნა საქართველოს რაგბის კავშირმა ოფიციალურად დაადასტურა.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „შავი ლომის“ მთავარი მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა პოსტი 2025 წლის დეკემბრის ბოლოს დატოვა.
ბრონკანთან კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდე გაფორმდება.
პიერ-ანრი ბრონკანი სარაგბო ოჯახიდანაა. მისი მამა – ანრი ბრონკანი ცნობილი მწვრთნელი იყო. აღსანიშნავია, რომ ის 2007 წლის მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების კონსულტანტიც გახლდათ.
პიერ-ანრი ბრონკანმა სამწვრთნელო კარიერა 2006 წელს დაიწყო და „ბლინიაკს“ ჩაუდგა სათავეში. სხვადასხვა დროს მუშობდა „ოშში“, „ორიაკში“, „კოლომიეში“, „ტარბში“, „ტულუზსა“ (დაცვის მწვრთნელი) და „კასტრში“. ამჟამად კი „ბრივის“ მთავარი მწვრთნელია, რომელიც საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში 16 ტურის შემდეგ 40 ქულით მე-6 ადგილზეა.
სანაკრებო დონეზე ბრონკანი 2023 წელს ავსტრალიის ნაკრებში მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.
საქართველოს ნაკრებში მუშაობას ფრანგი სპეციალისტი ივნისიდან შეუდგება და გუნდს 2027 წლის მსოფლიო თასისთვის მოამზადებს.
მანამდე კი „ბორჯღალოსნებსა“ და „შავ ლომს“ იტალიელი სპეციალისტი მარკო ბორტოლამი უხელმძღვანელებს, რომლის დებიუტი „შავი ლომის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 10 იანვარს, „ჩელენჯ თასზე" „მონტობანთან“ მატჩში შედგა, 17 იანვარს კი „შავი ლომი“ თბილისში „ძებრე პარმას“ უმასპინძლებს. ზაფხულიდან ბორტოლამი ბრონკანის ასისტენტი იქნება.
იტალიელი სპეციალისტი უხელმძღვანელებს „ბორჯღალოსნებს“ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც თებერვალ-მარტში გაიმართება. ჯგუფურ ეტაპზე საქართველო 8 და 15 თებერვალს სტუმრად, შვეიცარიასა და ნიდერლანდებს ეთამაშება, ხოლო 21 თებერვალს თბილისში ესპანეთს დაუხვდება. ნახევარფინალები 7-8 მარტსაა ჩანიშნული, ფინალები კი 15 მარტს მადრიდში გაიმართება.