https://sputnik-georgia.com/20260111/koncerti-motxovnit-kievma-shezlo-moskovisgan-sasurvelis-migeba-296595165.html
კონცერტი მოთხოვნით: კიევმა შეძლო მოსკოვისგან სასურველის მიღება
კონცერტი მოთხოვნით: კიევმა შეძლო მოსკოვისგან სასურველის მიღება
Sputnik საქართველო
ცალსახაა ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. 11.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-11T16:12+0400
2026-01-11T16:12+0400
2026-01-11T16:12+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/0b/296594129_0:0:1090:614_1920x0_80_0_0_d79939e5f0f6d9ed0d36508210423e71.jpg
კიევის რეჟიმი დიდი ხანი ითხოვდა: ვალდაიზე მდებარე რეზიდენციაზე დარტყმებს, მოსკოვამდე დრონებით მისვლის მუდმივ მცდელობებს და ბოლოს, ბელგოროდსა და ორიოლზე დარტყმებს, წერს РИА Новости-ის კოლუმნისტი დავით ნარმანია. რა გაეწყობა, ეძებეთ და იპოვეთ. ლვოვის ოლქის ცა ელვის მსგავსმა ნათებამ გახლიჩა - უკრაინამ „ორეშნიკის“ მეორედ გამოყენებას მიაღწია. და სანამ უკრაინის დასავლეთში დღესავით ნათელი იყო, კიევი სიბნელეში იძრებოდა. სოციალურ მედიაში სწრაფად გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ იძირება უკრაინის დედაქალაქი სიბნელეში კიდევ ერთი რუსული დარტყმის შემდეგ. დილით თავდაცვის სამინისტრომ წინა ღამის მოვლენების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. მომხდარს რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობის პასუსი უწოდეს. მოხერხდა დრონების მწარმოებელი საწარმოებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების განადგურება. მშრალი, სამხედროებისთვის დამახასიათებელი მშრალი ანგარიშის მიღმა ორი პუნქტი იმალება. დავიწყოთ იმით, რომ რუსეთის ჯარებმა მოახდინეს იმის დემონსტირება, რომ კიევის რეჟიმთან სამხედრო მოქმედებების გაგრძელებამ შესაძლოა უკრაინის ქალაქებისთვის კატასტროფა გამოიწვიოს. უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, კიევში დაახლოებით 6000 საცხოვრებელი სახლი გათბობის გარეშე დარჩა. ბევრ მათგანს ასევე არ მიეწოდებოდა შუქი და წყალი. მუნიციპალური სამსახურები ყინვების გამო იძულებული არიან წყალი დაცალონ. უკრაინული მედიის ცნობით, ეს ზომები სოლომიანსკის, გოლოსეევსკის, დესნიანსკის, დარნიცკის და დნეპროვსკის რაიონებშია მიღებული. ეს ფაქტიურად ორ მილიონიანი კიევის ნახევარია. ეს კეთდება იმისათვის, რომ წყალი არ გაიყინოს და ყინულმა მილები არ დააზიანოს. რას იზამენ ეს ადამიანები გათბობის გარეშე? სწორია - ჩართავენ გამათბობელს. ეს კი ნიშნავს, რომ უკრაინის დედაქალაქის ისედაც ცუდ დღეში მყოფი ელექტროქსელი ახალი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება. ამ ფონზე, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა. ამასთან, ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ სისტემის წყლით შესავსებად მოუწევთ დაელოდონ ტემპერატურის მატებას, უკრაინის დედაქალაქში კი მინუს 17 გრადუსამდე ყინვაა მოსალოდნელი. რა თქმა უნდა, კიევს შეუძლია ასეთი ზიანის აღდგენა. თუმცა, პირველ რიგში, ამას დრო დასჭირდება. მეორეც, ეს არის ერთჯერადი, თუმცა მასშტაბური დარტყმის შედეგები. რა ელის ქალაქს, თუ ასეთი თავდასხმები რეგულარული გახდება? უფრო მეტიც, ეს შედეგი მიღწეული იქნა იარაღის ისეთი რაოდენობით, რომელიც მნიშვნელოვნად არ შეეტყობა რუსული არსენალის მარაგებს. ასე რომ, გუშინწინდელი ღამე არა მხოლოდ რუსული ჯარების შესაძლებლობების, არამედ უკრაინის ენერგოსისტემის სისუსტის დემონსტრირებაც გახდა. ამასთან, არსებობს კიდევ ერთი გარემოება, რომელზეც მინდა ყურადღება გავამახვილო. უფრო სწორად ვარაუდი. მგონია, რომ „ორეშნიკის“ დარტყმისთვის ლვოვის ოლქი შემთხვევით არ იყო შერჩეული. რაკეტამ რამდენიმე წუთში გადაუფრინა მთელ უკრაინას და სამიზნეს ფაქტიურად ნატოს ზღურბლთან გაანადგურა. უკრაინის საჰაერო თავდაცვას სრულად უზრუმველყოფს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და უფრო სრულუოფილი კომპლექსები აქვს მხოლოდ აშშ-ს. გუშინდელმა ღამე იყო დემონტრირება იმისა, რომ მთელ დასავლეთს არ აქვს უნარი შეეწინააღმდეგოს ამ იარაღს, რომელიც, როგორც ვიცით, შეიძლება აღჭურვილი იყოს ბირთვული ქობინით. უკრაინაშიც ეს სწორად განმარტეს — „ორეშნიკი“ მოფრინავდა არა მხოლოდ მათთვის, არამედ ევროპელების გასაფრხილებლადაც, ის რამაც მიაღწია მათ ზღურბლამდე ადვილად შეძლებს მას გადააბიჯოს. ასე რომ, ახლა როგორც კიევს, ასევე ევროპის დედაქალაქებს აქვთ ის რაზეც უნდა დაფიქრდნენ - მაგალითად, შემდეგი მცდელლობის ფასზე, უაზრო გახადონ მოლაპარაკებები მოგვარების გზამკვლევში შეუსრულებელი პირობების დამატებით. და „დროის მოგების“ მცდელობის მაღალ ფასზეც. რუსულ საზოგადოებაში ხომ ძალინ მყარად იგრძნობა უკრაინისთვის და დასავლეთისთვის მსგავსი გაკვეთილების განმეორების მოთხოვნა. ავტორის მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/0b/296594129_29:0:1005:732_1920x0_80_0_0_ea413a7c3288fc04e98d643f223969f5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა
მსოფლიოს ახალი ამბები, ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა
კონცერტი მოთხოვნით: კიევმა შეძლო მოსკოვისგან სასურველის მიღება
ცალსახაა ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა.
კიევის რეჟიმი დიდი ხანი ითხოვდა: ვალდაიზე მდებარე რეზიდენციაზე დარტყმებს, მოსკოვამდე დრონებით მისვლის მუდმივ მცდელობებს და ბოლოს, ბელგოროდსა და ორიოლზე დარტყმებს, წერს РИА Новости-ის კოლუმნისტი დავით ნარმანია.
რა გაეწყობა, ეძებეთ და იპოვეთ.
ლვოვის ოლქის ცა ელვის მსგავსმა ნათებამ გახლიჩა - უკრაინამ „ორეშნიკის“ მეორედ გამოყენებას მიაღწია.
და სანამ უკრაინის დასავლეთში დღესავით ნათელი იყო, კიევი სიბნელეში იძრებოდა. სოციალურ მედიაში სწრაფად გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ იძირება უკრაინის დედაქალაქი სიბნელეში კიდევ ერთი რუსული დარტყმის შემდეგ.
დილით თავდაცვის სამინისტრომ წინა ღამის მოვლენების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. მომხდარს რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობის პასუსი უწოდეს.
„მასშტაბური დარტყმა განხორციელდა უკრაინის ტერიტორიაზე კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებზე ხმელეთზე და ზღვაზე ბაზირებული შორი რადიუსის მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით, მათ შორის „ორეშნიკის“ საშუალო რადიუსის სახმელეთო მობილური სარაკეტო სისტემის, ასევე სადესანტო დრონების გამოყენებით. დარტყმის მიზანი მიღწეულია“, - აღნიშნეს უწყებაში.
მოხერხდა დრონების მწარმოებელი საწარმოებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების განადგურება.
მშრალი, სამხედროებისთვის დამახასიათებელი მშრალი ანგარიშის მიღმა ორი პუნქტი იმალება.
დავიწყოთ იმით, რომ რუსეთის ჯარებმა მოახდინეს იმის დემონსტირება, რომ კიევის რეჟიმთან სამხედრო მოქმედებების გაგრძელებამ შესაძლოა უკრაინის ქალაქებისთვის კატასტროფა გამოიწვიოს. უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, კიევში დაახლოებით 6000 საცხოვრებელი სახლი გათბობის გარეშე დარჩა. ბევრ მათგანს ასევე არ მიეწოდებოდა შუქი და წყალი.
მუნიციპალური სამსახურები ყინვების გამო იძულებული არიან წყალი დაცალონ. უკრაინული მედიის ცნობით, ეს ზომები სოლომიანსკის, გოლოსეევსკის, დესნიანსკის, დარნიცკის და დნეპროვსკის რაიონებშია მიღებული. ეს ფაქტიურად ორ მილიონიანი კიევის ნახევარია.
ეს კეთდება იმისათვის, რომ წყალი არ გაიყინოს და ყინულმა მილები არ დააზიანოს.
რას იზამენ ეს ადამიანები გათბობის გარეშე? სწორია - ჩართავენ გამათბობელს. ეს კი ნიშნავს, რომ უკრაინის დედაქალაქის ისედაც ცუდ დღეში მყოფი ელექტროქსელი ახალი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება.
ამ ფონზე, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა.
ამასთან, ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ სისტემის წყლით შესავსებად მოუწევთ დაელოდონ ტემპერატურის მატებას, უკრაინის დედაქალაქში კი მინუს 17 გრადუსამდე ყინვაა მოსალოდნელი.
რა თქმა უნდა, კიევს შეუძლია ასეთი ზიანის აღდგენა. თუმცა, პირველ რიგში, ამას დრო დასჭირდება. მეორეც, ეს არის ერთჯერადი, თუმცა მასშტაბური დარტყმის შედეგები. რა ელის ქალაქს, თუ ასეთი თავდასხმები რეგულარული გახდება? უფრო მეტიც, ეს შედეგი მიღწეული იქნა იარაღის ისეთი რაოდენობით, რომელიც მნიშვნელოვნად არ შეეტყობა რუსული არსენალის მარაგებს.
ასე რომ, გუშინწინდელი ღამე არა მხოლოდ რუსული ჯარების შესაძლებლობების, არამედ უკრაინის ენერგოსისტემის სისუსტის დემონსტრირებაც გახდა.
ამასთან, არსებობს კიდევ ერთი გარემოება, რომელზეც მინდა ყურადღება გავამახვილო. უფრო სწორად ვარაუდი.
მგონია, რომ „ორეშნიკის“ დარტყმისთვის ლვოვის ოლქი შემთხვევით არ იყო შერჩეული. რაკეტამ რამდენიმე წუთში გადაუფრინა მთელ უკრაინას და სამიზნეს ფაქტიურად ნატოს ზღურბლთან გაანადგურა. უკრაინის საჰაერო თავდაცვას სრულად უზრუმველყოფს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და უფრო სრულუოფილი კომპლექსები აქვს მხოლოდ აშშ-ს. გუშინდელმა ღამე იყო დემონტრირება იმისა, რომ მთელ დასავლეთს არ აქვს უნარი შეეწინააღმდეგოს ამ იარაღს, რომელიც, როგორც ვიცით, შეიძლება აღჭურვილი იყოს ბირთვული ქობინით.
უკრაინაშიც ეს სწორად განმარტეს — „ორეშნიკი“ მოფრინავდა არა მხოლოდ მათთვის, არამედ ევროპელების გასაფრხილებლადაც, ის რამაც მიაღწია მათ ზღურბლამდე ადვილად შეძლებს მას გადააბიჯოს.
ასე რომ, ახლა როგორც კიევს, ასევე ევროპის დედაქალაქებს აქვთ ის რაზეც უნდა დაფიქრდნენ - მაგალითად, შემდეგი მცდელლობის ფასზე, უაზრო გახადონ მოლაპარაკებები მოგვარების გზამკვლევში შეუსრულებელი პირობების დამატებით.
და „დროის მოგების“ მცდელობის მაღალ ფასზეც. რუსულ საზოგადოებაში ხომ ძალინ მყარად იგრძნობა უკრაინისთვის და დასავლეთისთვის მსგავსი გაკვეთილების განმეორების მოთხოვნა.
ავტორის მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას