ჩინური კალენდრის მიხედვით, 2026 წელი ცეცხლოვანი ცხენის წელია, რომელიც დაუოკებელი ენერგიის, თავისუფლებისა და კეთილშობილების სიმბოლოა. Sputnik-ის ფოტოგალერეაში... 11.01.2026-ს, Sputnik საქართველო
მაღალი მოდის სამყაროში, სადაც შთაგონებას ყველგან ეძებენ, ცხენის ვიზუალი შესაშური რეგულარობით ჩნდება ტრენდულ იდეებში. მრავალი დიზაინერისთვის ეს კეთილშობილი ცხოველი თავისუფლების, არისტოკრატიულობისა და დაუღალავი ენერგიის სიმბოლოა. მოდის ბევრმა დიზაინერმა „აიტაცა“ ეს თემა, გამოიყენა იგი სხვადასხვა ფორმით: მარტივი პრინტებიდან დაწყებული რთული სილუეტებითა და მთელი კოლექციების ფილოსოფიით დამთავრებული.
ჩინური კალენდრის მიხედვით, 2026 წელი ცეცხლოვანი ცხენის წელია, რომელიც დაუოკებელი ენერგიის, თავისუფლებისა და კეთილშობილების სიმბოლოა. Sputnik-ის ფოტოგალერეაში იხილეთ, თუ როგორ ცვლის ცხენის ძალა გლობალურ მოდას
მაღალი მოდის სამყაროში, სადაც შთაგონებას ყველგან ეძებენ, ცხენის ვიზუალი შესაშური რეგულარობით ჩნდება ტრენდულ იდეებში. მრავალი დიზაინერისთვის ეს კეთილშობილი ცხოველი თავისუფლების, არისტოკრატიულობისა და დაუღალავი ენერგიის სიმბოლოა. მოდის ბევრმა დიზაინერმა „აიტაცა“ ეს თემა, გამოიყენა იგი სხვადასხვა ფორმით: მარტივი პრინტებიდან დაწყებული რთული სილუეტებითა და მთელი კოლექციების ფილოსოფიით დამთავრებული.
გერმანელი მომღერლისა და კომპოზიტორ კიმ პეტრასის ორიგინალური სამოსი ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში გამართულ Met Gala-ზე 2021 წლის 13 სექტემბერი.
2012 წლის მარტში, ტეხასის შტატის ქალაქ დენტონში მდებარე ადგილობრივი უნივერსიტეტის სტუდენტები ცხენის კოსტიუმებში გამოეწყვნენ და დადგეს პერფორმანსი სახელწოდებით Heard.
სტუმრების ეფექტური თავსაბურავები - ქალთა დღის მთავარი ტრადიცია Royal Ascot-ში, რომელიც ექსტრავაგანტული და კრეატიული ქუდების გრანდიოზულ მოდების ჩვენებად გარდაიქმნება (2007 წლის ივნისი, ასკოტი, ინგლისი).
2023 წელს იტალიაში გამართულ „კონკურში" ევროპის ჩემპიონატზე ცნობილი რინგმასტერი პედრო სებულკა (მსოფლიო საცხენოსნო სპორტის ცოცხალი ლეგენდა, რომელიც 40 წელზე მეტია აწყობს ყველაზე დიდ საცხენოსნო შეჯიბრებებს) საზოგადოებაში ორიგინალური ქუდით გამოჩნდა.