https://sputnik-georgia.com/20260110/varketilis-remontis-dasrulebis-vada-martamde-gaxangrzlivda-296587467.html
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რემონტის დასრულების ვადა მარტამდე გახანგრძლივდა
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რემონტის დასრულების ვადა მარტამდე გახანგრძლივდა
Sputnik საქართველო
კომპანია „ბადა კონსტრაქშენმა“ რემონტი 2025 წელს დაიწყო 10.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-10T20:06+0400
2026-01-10T20:06+0400
2026-01-10T20:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/13/282417596_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_c74f1ddcc3a9383984068c309005269a.jpg
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. მეტროსადგურ „ვარკეთილის“ კაპიტალური რემონტი 2026 წლის მარტამდე გაგრძელდება, შესაბამის შეთანხმება გააფორმეს თბილისის მერიამ და კომპანია „ბადა კონსტრაქშენმა“, რომელიც სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს.სამუშაოების ძირითადი ნაწილი მოიცავს ბაქანზე თაღოვანი ჭერის გამაგრებას შესაბამისი ხსნარებით და ბეტონით, გარდა ამისა, იგეგმება თავად სადგურის განახლება.თავდაპირველად კომპანია „ბადა კონსტრაქშენი“ ითხოვდა სამუშაოების დასრულების ვადის 2026 წლის ივნისამდე, რადგან სადგური აგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში და სარემონტო სამუშაოები მხოლოდ ღამის საათებში მიმდინარეობს.თუმცა მერიასთან მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ სამუშაოები 31 მარტს უნდა დასრულდეს.„ვარკეთილის“ მეტროს რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამუშაოები მაშინ თითქმის 350 ათასი ლარი დაჯდა. პროექტზე შპს „ყვარელმშენი" მუშაობდა. 2018 წლის იანვარში რეაბილიტირებულ „ვარკეთილის" სადგურში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, რის გამოც 11 ადამიანი დაშავდა.მერიამ აღნიშნული მეტროს სადგურის აღდგენითი სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადა. ერთ შემთხვევაში მსურველი არ გამოჩნდა, ხოლო მეორე შემთხვევაში კი კონტრაქტორი კომპანია "მამისონთან" ხელშეკრულების შეწყვეტა გახდა საჭირო.კომპანია „ბადა კონსტრაქშენმა“ რემონტი 2025 წელს დაიწყო.მეტრო "ვარკეთილი" ახმეტელი-ვარკეთილის ხაზის ბოლო გაჩერებაა. იგი 1985 წელს გაიხსნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/13/282417596_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_a49450f54a7477975892765571a1fdb9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რემონტის დასრულების ვადა მარტამდე გახანგრძლივდა
კომპანია „ბადა კონსტრაქშენმა“ რემონტი 2025 წელს დაიწყო
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. მეტროსადგურ „ვარკეთილის“ კაპიტალური რემონტი 2026 წლის მარტამდე გაგრძელდება, შესაბამის შეთანხმება გააფორმეს თბილისის მერიამ და კომპანია „ბადა კონსტრაქშენმა“, რომელიც სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს.
სამუშაოების ძირითადი ნაწილი მოიცავს ბაქანზე თაღოვანი ჭერის გამაგრებას შესაბამისი ხსნარებით და ბეტონით, გარდა ამისა, იგეგმება თავად სადგურის განახლება.
თავდაპირველად კომპანია „ბადა კონსტრაქშენი“ ითხოვდა სამუშაოების დასრულების ვადის 2026 წლის ივნისამდე, რადგან სადგური აგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში და სარემონტო სამუშაოები მხოლოდ ღამის საათებში მიმდინარეობს.
თუმცა მერიასთან მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ სამუშაოები 31 მარტს უნდა დასრულდეს.
„ვარკეთილის“ მეტროს რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამუშაოები მაშინ თითქმის 350 ათასი ლარი დაჯდა. პროექტზე შპს „ყვარელმშენი" მუშაობდა. 2018 წლის იანვარში რეაბილიტირებულ „ვარკეთილის" სადგურში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, რის გამოც 11 ადამიანი დაშავდა.
მერიამ აღნიშნული მეტროს სადგურის აღდგენითი სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადა. ერთ შემთხვევაში მსურველი არ გამოჩნდა, ხოლო მეორე შემთხვევაში კი კონტრაქტორი კომპანია "მამისონთან" ხელშეკრულების შეწყვეტა გახდა საჭირო.
კომპანია „ბადა კონსტრაქშენმა“ რემონტი 2025 წელს დაიწყო.
მეტრო "ვარკეთილი" ახმეტელი-ვარკეთილის ხაზის ბოლო გაჩერებაა. იგი 1985 წელს გაიხსნა.