სვანეთში ზვავში ტურისტული ჯგუფი მოყვა

© courtesy of Mate Tour Georgiaთეთნულდი
თეთნულდი - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2026
გამოწერა
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ზემო სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე ზვავში რუსი ტურისტების ჯგუფი მოყვა, იუწყება „ტვ პირველი“.
არსებული ინფორმაციით, მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისგან შემდგარი დაახლოებით 20-კაციანი ჯგუფი ზვავის ჩამოწოლის შემდეგ სამ საათამდე თოვლში იყო ჩარჩენილი.
ადგილზე მიმდინარეობდა სამაშველო ოპერაცია, რის შედეგადაც ზვავში მოყოლილი ადამიანების ნაწილი მაშველებმა უკვე გამოიყვანეს. ამ ეტაპზე დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია..
ყველა ახალი ამბავი
0