საქართველოს ოპოზიციას დესტაბილიზაციის გარდა სხვა გეგმა არ აქვს - ვოლსკი

© photo: Sputnik / Stringerგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2026
გამოწერა
საქართველოს საზოგადოებას ახლა სტაბილურობა სჭირდება, განაცხადა ვოლსკიმ
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ქართული ოპოზიცია მოქმედებს გეგმის მიხედვით, რომელიც აწყობს გარკვეულ ევროპულ ქვეყნებს და ითვალისწინებს დესტაბილიზაციას და ხელისუფლების შეცვლას საქართველოში, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ.
პოლიტიკურმა მოძრაობამ „თავისუფლების მოედანმა“ წარმოადგინა „გარდამავალი ეტაპის გეგმა“, რომელშიც აღწერილია „ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის“ გაგრძელების გზები და ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის მექანიზმები. გეგმა, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს ინდტრუქციას ხელისუფლების შეცვლიდან პირველი 100 დღის განმავლობაში გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ და აღწერს, თუ როგორ „აღდგება კონსტიტუციური წესრიგი, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები“.
„არსებობს მთავარი ნაკარნახევი გეგმა ე.წ. ოპოზიციის მიმართ, რომ საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, რათა ამას მოჰყვეს გარკვეული ნაბიჯები, რომლებიც აწყობს ევროპის გარკვეულ ქვეყნებს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
მისი თქმით, ოპოზიციის პირველი ამოცანა დესტაბილიზაციაა, შემდეგ კი მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა და ა.შ. ამასთან, პოლიტიკოსის თქმით, მოხარული იქნებოდა, რომ მნიშვნელოვანი და არსებითი პრობლემებზე ემსჯელათ.
„მივესალმები თუ ვინმეს აქვს პოზიცია, რომ ბოლოს და ბოლოს გადავიდეთ საუბარზე, რომ სოფლის მეურნეობა როგორ სჯობს განვავითაროთ, განათლება და ვემზადოთ არჩევნებისთვის, ვინ მოიგებს 2028 წლის არჩევნებს პროგრამით და არა ქუჩაში მაშხალებისა და „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლით. ჩვენს საზოგადოებას ხომ ეგ აწყობს, რომ სტაბილურობა იყოს, ვიფრინოთ და ჩვენი პასპორტი იყოს ძლიერი“, - დაასკვნა დეპუტატმა.
საქართველოს ოპოზიციამ თითქმის ყველა მხარდამჭერი დაკარგა. მისი ლიდერების უმეტესობა სხვადასხვა ბრალდებით ციხეშია. წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყნის ოთხი უდიდესი ოპოზიციური პარტიის გაუქმების საკითხს განიხილავს.
ამასთან, თბილისში პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართება. მომიტინგეები აპროტესტებენ 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილებას.
მომიტინგეებმა მთავრობა ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულეს და გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს. მოგვიანებით ამას კიდევ ორი ​​მოთხოვნა დაემატა: დაკავებული პირების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, მათ შორის სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების, გზების უსაფუძვლო ბლოკირების, ნიღბების ტარების აკრძალვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და თავისუფლების აღკვეთის ვადის გაზრდა.
ყველა ახალი ამბავი
0