ბაკურიანი ფესტივალ „გიზ-გიზს“ მასპინძლობს

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaბაკურინი
ბაკურინი - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2026
გამოწერა
ფესტივალის ფარგლებში გასართობი სივრცეები მოწყობილია როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის.
თბილისი, 10 იანვარი- Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, დღეს ბაკურიანი 2026 წლის პირველი „გიზ-გიზის“ ფესტივალს მასპინძლობს.
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამთო კურორტებზე პროექტი „გიზ-გიზი“ 2024 წელს დაიწყო. ფესტივალის მიზანი ზამთრის კურორტების პოპულარიზაცია და მეტი შიდა და უცხოელი ტურისტის მოზიდვაა.
ფესტივალზე დასწრება უფასოა. ღონისძიების ფარგლებში, დამსვენებლებს ელოდებათ ენერგიული მუსიკალური პროგრამა, მრავალფეროვანი გასართობი სივრცეები ბავშვებისთვის და დიდებისთვის, ასევე სპეციალურად მოწყობილი კვების ობიექტები.
შემდეგი ფესტივალი „გიზ-გიზი“ 17 იანვარს გუდაურში გაიმართება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ფესტივალი „გიზ-გიზი“ მესამე წელია, საქართველოს სამთო კურორტებზე ტარდება.
ყველა ახალი ამბავი
0