https://sputnik-georgia.com/20260109/tbilisis-satransporto-kompania-metrostvis-axal-reisebs-seizens-296577008.html
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსთვის ახალ რელსებს შეიძენს
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსთვის ახალ რელსებს შეიძენს
Sputnik საქართველო
განაცხადების მიღება 2026 წლის 9 თებერვალს დასრულდება. 09.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-09T20:47+0400
2026-01-09T20:47+0400
2026-01-09T20:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24803/92/248039270_0:184:2987:1864_1920x0_80_0_0_485b084083dcd0bd0318630c2ab4c302.jpg
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გამოაცხადა ტენდერი მეტროს ახალი რელსების შესაძენად.7,2 მილიონი ლარის ტენდერი ითვალისწინებს 1,5 ათასი ტონა რელსების შესყიდვას, რომლებიც 2026 წელს უნდა იყოს დამზადებული.ტენდერის პირობების თანახმად, რელსი უნდა იყოს მეტროპოლიტენისთვის დამზადებული/განკუთვნილი და უნდა შეესაბამებოდეს ГОСТ Р 51685 ან ეკვივალენტურ სტანდარტს.რელსის დასამზადებლად გამოყენებული ფოლადი უნდა იყოს მარტენული ან ჟანგბად-კონვერტორული ან ელექტო ღუმელის მეთოდით დამზადებული, თერმულად არაგანმტკიცებული, ფოლადის კატეგორია НТ260 ან მისი ეკვივალენტური კატეგორიის, K76Ф ან Э76Ф ან მათი ეკვივალენტური მარკის. რელსის სტანდარტული სიგრძე უნდა იყოს 25 მეტრი.განაცხადების მიღება 2026 წლის 9 თებერვალს დასრულდება.დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი მოიცავს 23 სადგურს, რომლებიც ორ – ახმეტელი-ვარკეთილის (16) და საბურთალოს (7) ხაზზეა განლაგებული. მეტროს ხაზების მთლიანი სიგრძე 57 კილომეტრია, აქედან პირველი ხაზის – 40 კმ, მეორესი – 17 კმ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24803/92/248039270_128:0:2857:2047_1920x0_80_0_0_723ba08b0f8c3ed5e17dfded29546845.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსთვის ახალ რელსებს შეიძენს
განაცხადების მიღება 2026 წლის 9 თებერვალს დასრულდება.
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გამოაცხადა ტენდერი მეტროს ახალი რელსების შესაძენად.
7,2 მილიონი ლარის ტენდერი ითვალისწინებს 1,5 ათასი ტონა რელსების შესყიდვას, რომლებიც 2026 წელს უნდა იყოს დამზადებული.
ტენდერის პირობების თანახმად, რელსი უნდა იყოს მეტროპოლიტენისთვის დამზადებული/განკუთვნილი და უნდა შეესაბამებოდეს ГОСТ Р 51685 ან ეკვივალენტურ სტანდარტს.
რელსის დასამზადებლად გამოყენებული ფოლადი უნდა იყოს მარტენული ან ჟანგბად-კონვერტორული ან ელექტო ღუმელის მეთოდით დამზადებული, თერმულად არაგანმტკიცებული, ფოლადის კატეგორია НТ260 ან მისი ეკვივალენტური კატეგორიის, K76Ф ან Э76Ф ან მათი ეკვივალენტური მარკის. რელსის სტანდარტული სიგრძე უნდა იყოს 25 მეტრი.
განაცხადების მიღება 2026 წლის 9 თებერვალს დასრულდება.
დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი მოიცავს 23 სადგურს, რომლებიც ორ – ახმეტელი-ვარკეთილის (16) და საბურთალოს (7) ხაზზეა განლაგებული. მეტროს ხაზების მთლიანი სიგრძე 57 კილომეტრია, აქედან პირველი ხაზის – 40 კმ, მეორესი – 17 კმ.