სავაჭრო ცენტრ „კიდობანში“ ხანძარი იყო

© photo: Sputnik / Stringerსავაჭრო ცენტრი „კიდობანი“
სავაჭრო ცენტრი „კიდობანი“ - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2026
გამოწერა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, დამწვარია 300 კვადრატული მეტრი სარესტორნო ფართი.
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. სავაჭრო ცენტრ „ოქროს კიდობანში“ ხანძარი გაჩნდა, იუწყება „პირველი არხი“.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი მესამე სართულზე გაჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები და კრიმინალისტები რჩებიან.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, დამწვარია 300 კვადრატული მეტრი ფართი.
„ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. შეტყობინების მიღების შემდეგ, დაახლოებით ხუთ წუთში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები. მობილიზებული იყო 17 სახანძრო სპეცტექნიკა. შენობიდან მოხდა 20-მდე მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია. დაშავებული არავინ არის. დამწვარია სარესტორნო ფართის დაახლოებით 300 კვადრატული მეტრი“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
ტერიტორიაზე ასევე იმყოფებიან მოქალაქეები, რომლებიც აღნიშნულ სავაჭრო ობიექტზე სხვადასხვა ფართებს ფლობენ და მუშაობენ. მათი განცხადებით, არ აქვთ ინფორმაცია, დაზიანდა თუ არა მათი სამუშაო სივრცე და საქონელი.
სავაჭრო ცენტრ „კიდობანში“ ოქროს ბირჟა ფუქნციონირებს.
ყველა ახალი ამბავი
0