სარფში უცხოთის სამმა მოქალაქემ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა სცადა

© Sputnik / STRINGERპოლიცია საქართველო-თურქეთის საზღვარზე
პოლიცია საქართველო-თურქეთის საზღვარზე - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2026
გამოწერა
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 9 იანვარი - Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა "სარფში" საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რომელთა ასაკიც 33-დან 52 წლამდეა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას ცდილობდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0