https://sputnik-georgia.com/20260109/rusetma-ukrainas-oresnikit-seutia-296576860.html
პუტინის რეზიდენციაზე შეტევის საპასუხოდ რუსეთმა უკრაინის ობიექტებს „ორეშნიკით“ შეუტია
პუტინის რეზიდენციაზე შეტევის საპასუხოდ რუსეთმა უკრაინის ობიექტებს „ორეშნიკით“ შეუტია
Sputnik საქართველო
შეტევა განხორციელდა რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე 29 დეკემბრის ღამეს თავდასხმის საპასუხოდ 09.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-09T20:22+0400
2026-01-09T20:22+0400
2026-01-09T20:22+0400
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/09/296574943_0:76:1009:644_1920x0_80_0_0_e6ac423f3dce1a9aec1e5b5085b11a46.jpg
თბილისი, 9 იანვარი - Sputnik. პარასკევს ღამით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების წინააღმდეგ მასშტაბური დარტყმა განახორციელეს, განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.აღნიშნული დარტყმა კიევის რეჟიმის მიერ ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაზე 2025 წლის 29 დეკემბრის ღამეს ტერორისტული თავდასხმის საპასუხოდ განხორციელდა.„რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების წინააღმდეგ მასშტაბური დარტყმა განახორციელეს შორ მანძილზე მოქმედი, სახმელეთო და საზღვაო ბაზირების ზუსტი იარაღის გამოყენებით, მათ შორის „ორეშნიკის“ საშუალო მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემით, ასევე უპილოტო საფრენი აპარატებით“, - აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.სამინისტრომ განმარტა, რომ „ორეშნიკის“ სისტემის გამოყენებით მასირებული დარტყმის სამიზნეები მიღწეული იქნა.„განადგურდა ტერორისტული შეტევისას გამოყენებული უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოო ობიექტები, ასევე ენერგოინფრასტრუქტურის ობიექტები, რომლებიც უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მუშაობას უზრუნველყოფს“, - აღნიშნეს სამინისტროში.რუსეთის სამხედრო ძალებმა „ორეშნიკის“ სისტემა პირველად გამოიყენეს დნეპროპეტროვსკში უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ დარტყმის დროს 2024 წლის 21 ნოემბერს. მაშინ რაკეტა არაბირთვული კომპლექტაციის იყო.კომპლექსის რაკეტები ჰიპერბგერითია და შეიძლება აღჭურვოს სპეციალური საბრძოლო ქობინით. მათი ჩამოგდება რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის არცერთ სისტემას არ შეუძლია.კომპლექსის სროლის დიაპაზონი 5000 კილომეტრამდეა.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/09/296574943_150:0:1009:644_1920x0_80_0_0_106f6aaf6fb1594a47905151932e9960.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა
პუტინის რეზიდენციაზე შეტევის საპასუხოდ რუსეთმა უკრაინის ობიექტებს „ორეშნიკით“ შეუტია
შეტევა განხორციელდა რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე 29 დეკემბრის ღამეს თავდასხმის საპასუხოდ
თბილისი, 9 იანვარი - Sputnik. პარასკევს ღამით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების წინააღმდეგ მასშტაბური დარტყმა განახორციელეს, განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
აღნიშნული დარტყმა კიევის რეჟიმის მიერ ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაზე 2025 წლის 29 დეკემბრის ღამეს ტერორისტული თავდასხმის საპასუხოდ განხორციელდა.
„რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების წინააღმდეგ მასშტაბური დარტყმა განახორციელეს შორ მანძილზე მოქმედი, სახმელეთო და საზღვაო ბაზირების ზუსტი იარაღის გამოყენებით, მათ შორის „ორეშნიკის“ საშუალო მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემით, ასევე უპილოტო საფრენი აპარატებით“, - აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტრომ განმარტა, რომ „ორეშნიკის“ სისტემის გამოყენებით მასირებული დარტყმის სამიზნეები მიღწეული იქნა.
„განადგურდა ტერორისტული შეტევისას გამოყენებული უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოო ობიექტები, ასევე ენერგოინფრასტრუქტურის ობიექტები, რომლებიც უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მუშაობას უზრუნველყოფს“, - აღნიშნეს სამინისტროში.
რუსეთის სამხედრო ძალებმა „ორეშნიკის“ სისტემა პირველად გამოიყენეს დნეპროპეტროვსკში უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ დარტყმის დროს 2024 წლის 21 ნოემბერს. მაშინ რაკეტა არაბირთვული კომპლექტაციის იყო.
კომპლექსის რაკეტები ჰიპერბგერითია და შეიძლება აღჭურვოს სპეციალური საბრძოლო ქობინით. მათი ჩამოგდება რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის არცერთ სისტემას არ შეუძლია.
კომპლექსის სროლის დიაპაზონი 5000 კილომეტრამდეა.