რა ვითარებაა გზებზე - ბოლო ცნობები

© photo: Sputnik / Stringerტრაილერები თოვლიან გზაზე
ტრაილერები თოვლიან გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2026
გამოწერა
საქართველოში ბოლო დღეებში მოსულმა ნალექმა გზებზე პრობლემები შექმნა.
თბილისი, 9 იანვარი - Sputnik. გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
რაც შეეხება საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზას, სადაც რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დილიდან იყო შეზღუდული, აქ მოძრაობა უკვე აღდგენილია.
ყველა ახალი ამბავი
0