https://sputnik-georgia.com/20260109/msheneblobis-girebulebis-indeqsi-296571708.html
როგორ შეიცვალა მშენებლობის ღირებულების ინდექსი საქართველოში
როგორ შეიცვალა მშენებლობის ღირებულების ინდექსი საქართველოში
Sputnik საქართველო
თვის განმავლობაში ინდექსის გაზრდა ძირითადად განპირობებული იყო დასაქმებულთა ხელფასის 1,3%-ით ზრდით. 09.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-09T09:48+0400
2026-01-09T09:48+0400
2026-01-09T09:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქსტატი
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/14/276915565_0:170:2049:1322_1920x0_80_0_0_e3599562dd980b8d77c0185a177a94ff.jpg
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. 2025 წლის ნოემბერში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, 2025 წლის ოქტომბერთან შედარებით, 0,5%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი).უწყება სამშენებლო ღირებულების ინდექსს (CCI) ითვლის, რომელიც საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისთვის საჭირო მასალებისა და მომსახურების საშუალო ფასის დონეს წარმოადგენს საბაზისო პერიოდთან შედარებით.საქსტატის ცნობით, თვის განმავლობაში ინდექსის გაზრდა ძირითადად განპირობებული იყო დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1,3%-ით ზრდით.2025 წლის ნოემბერში, 2024 წლის ნოემბერთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 5,2%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად ხელფასების 21%-ით ზრდითაა გამოწვეული.მშენებლობის ღირებულების ინდექსი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც აუცილებელია როგორც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესაფასებლად, ისე სამშენებლო სფეროში დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/14/276915565_16:0:1835:1364_1920x0_80_0_0_b70b7c154602b2515bdbb8446c51ab63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქსტატი, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქსტატი, სოციალური სფერო საქართველოში
როგორ შეიცვალა მშენებლობის ღირებულების ინდექსი საქართველოში
თვის განმავლობაში ინდექსის გაზრდა ძირითადად განპირობებული იყო დასაქმებულთა ხელფასის 1,3%-ით ზრდით.
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. 2025 წლის ნოემბერში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, 2025 წლის ოქტომბერთან შედარებით, 0,5%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი).
უწყება სამშენებლო ღირებულების ინდექსს (CCI) ითვლის, რომელიც საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისთვის საჭირო მასალებისა და მომსახურების საშუალო ფასის დონეს წარმოადგენს საბაზისო პერიოდთან შედარებით.
საქსტატის ცნობით, თვის განმავლობაში ინდექსის გაზრდა ძირითადად განპირობებული იყო დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1,3%-ით ზრდით.
2025 წლის ნოემბერში, 2024 წლის ნოემბერთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 5,2%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად ხელფასების 21%-ით ზრდითაა გამოწვეული.
მშენებლობის ღირებულების ინდექსი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც აუცილებელია როგორც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესაფასებლად, ისე სამშენებლო სფეროში დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის.