დაზარალებულს ქონება იპოთეკით დაატვირთინა და თანხა მიითვისა - თაღლითს ბრალი წაუყენეს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2026
გამოწერა
ბრალდებულის ქმედებების შედეგად დაზარალებულს 358 184. 26 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა.
თბილისი, 9 იანვარი - Sputnik. თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა დაზარალებული დაარწმუნა, რომ ფინანსური პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებოდა და მომგებიანი ბიზნესსაქმიანობის წამოწყებას შეძლებდა. ამ დაპირებით დაზარალებულს უძრავი ქონებები იპოთეკით დაატვირთინა, ხოლო მიღებულ თანხებს მოტყუებით დაეუფლა ისე, რომ ფორმალურად ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.
გარდა ამისა, ბრალდებულმა საკუთარ სახელზე მოტყუებით გადმოიფორმა დაზარალებულის საკუთრებაში არსებული 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, გაასხვისა მესამე პირზე და მიღებული თანხა სრულად მიისაკუთრა.
ბრალდებულის ქმედებების შედეგად დაზარალებულს დიდი ოდენობით - 358.184 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 8 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" და "გ" ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ყველა ახალი ამბავი
0