https://sputnik-georgia.com/20260109/ass-is-gasvla-veneciis-komisiidan-saqartvelos-naqtvams-amartlebs-gordulaze-296576686.html
ვენეციის კომისიიდან აშშ-ის გასვლა საქართველოს ნათქვამს ამართლებს - გორდულაძე
ვენეციის კომისიიდან აშშ-ის გასვლა საქართველოს ნათქვამს ამართლებს - გორდულაძე
Sputnik საქართველო
განსაკუთრებულ კრიტიკას კომისიაში იწვევს კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“, კანონი „გრანტების შესახებ“, ცვლილებები ადმინისტრაციულ კანონდარღვევათა კოდექსში 09.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-09T19:55+0400
2026-01-09T19:55+0400
2026-01-09T19:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ვენეციის კომისია
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/19/296342957_0:1:825:465_1920x0_80_0_0_e5d89227a15200120d2693ccf918ef4a.jpg
თბილისი, 9 იანვარი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა ვენეციის კომისიის პოლიტიზირებული ხასიათის დასკვნებზე, ეს ორგანო ბოლო წლებში რეკომენდაციების ნაცვლად პოლიტიკურად მოტივირებულ დოკუმენტებს ამზადებს, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ ვენეციის კომისიიდან აშშ-ის გასვლის კომენტირებისას.აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენეციის კომისიიდან აშშ-ის გასვლის ბრძანებას მოაწერა ხელი. ეს ორგანიზაცია (სრული სახელწოდება - ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად) ევროპის საბჭოს ეგიდით მოქმედებს, მაგრამ ასევე ღიაა არაევროპული სახელმწიფოების წევრობისთვის. აშშ-ს ორგანიზაციაში სრულუფლებიანი წევრის სტატუსი ჰქონდა.მაშინ, როდესაც ვენეციის კომისია უნდა იყოს სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნის გამცემი ორგანო, ბოლო წლებში აღარ არის ასე - საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკით გაჯერებული დოკუმენტები დგინდებოდა - მზადდებოდა, აღნიშნა დეპუტატმა.ვენეციის კომისიამ არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს კანონმდებლობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.განსაკუთრებულ კრიტიკას კომისიაში იწვევს კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“, კანონი „გრანტების შესახებ“, ცვლილებები ადმინისტრაციულ კანონდარღვევათა კოდექსში. კომისიის განცხადებით, ეს კანონები ევროპულ სტანდარტებსა და ნორმებს ეწინააღმდეგება.„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ევროპის საბჭოს მხრიდან საქართველოს მისამართით გაკეთებული განცხადებები აბსურდული, უსაფუძვლო და უსამართლოა. მართველი გუნდის თქმით, შენიშვნა ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ მიუღებელია და ასამბლეის კომპეტენციის ფარგლებს აღემატება.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/19/296342957_103:0:723:465_1920x0_80_0_0_134fe90c4f647cf971d0f2366b71e51d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ვენეციის კომისია, აშშ
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ვენეციის კომისია, აშშ
ვენეციის კომისიიდან აშშ-ის გასვლა საქართველოს ნათქვამს ამართლებს - გორდულაძე
განსაკუთრებულ კრიტიკას კომისიაში იწვევს კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“, კანონი „გრანტების შესახებ“, ცვლილებები ადმინისტრაციულ კანონდარღვევათა კოდექსში
თბილისი, 9 იანვარი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა ვენეციის კომისიის პოლიტიზირებული ხასიათის დასკვნებზე, ეს ორგანო ბოლო წლებში რეკომენდაციების ნაცვლად პოლიტიკურად მოტივირებულ დოკუმენტებს ამზადებს, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ ვენეციის კომისიიდან აშშ-ის გასვლის კომენტირებისას.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენეციის კომისიიდან აშშ-ის გასვლის ბრძანებას მოაწერა ხელი. ეს ორგანიზაცია (სრული სახელწოდება - ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად) ევროპის საბჭოს ეგიდით მოქმედებს, მაგრამ ასევე ღიაა არაევროპული სახელმწიფოების წევრობისთვის. აშშ-ს ორგანიზაციაში სრულუფლებიანი წევრის სტატუსი ჰქონდა.
„მერამდენე შემთხვევაა, რომ ჩვენი გუნდის წევრების ნათქვამი აშშ-ზე მართლდება ხოლმე. ჩვენ არა ერთხელ ვამხილეთ ვენეციის კომისია, რომ ისინი პოლიტიზირებულ დასკვნებს დებენ“, - განაცხადა გორდულაძემ.
მაშინ, როდესაც ვენეციის კომისია უნდა იყოს სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნის გამცემი ორგანო, ბოლო წლებში აღარ არის ასე - საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკით გაჯერებული დოკუმენტები დგინდებოდა - მზადდებოდა, აღნიშნა დეპუტატმა.
ვენეციის კომისიამ არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს კანონმდებლობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.
განსაკუთრებულ კრიტიკას კომისიაში იწვევს კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“, კანონი „გრანტების შესახებ“, ცვლილებები ადმინისტრაციულ კანონდარღვევათა კოდექსში. კომისიის განცხადებით, ეს კანონები ევროპულ სტანდარტებსა და ნორმებს ეწინააღმდეგება.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ევროპის საბჭოს მხრიდან საქართველოს მისამართით გაკეთებული განცხადებები აბსურდული, უსაფუძვლო და უსამართლოა. მართველი გუნდის თქმით, შენიშვნა ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ მიუღებელია და ასამბლეის კომპეტენციის ფარგლებს აღემატება.