ხელისუფლება ВВС-ს წინააღმდეგ: საჩივარი მზად არის

© photo: Sputnik / Stringerშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2026
გამოწერა
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საქართველოს მხარემ მოამზადა სარჩელი ბრიტანული მაუწყებლის BCC-ის წინააღმდეგ სიუჟეტის გამო, სადაც 2024 წლის ბოლოს მომიტინგეთა წინააღმდეგ ქიმიური საშუალებების გამოყენებაზეა საუბარი, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებამ 2024 წელს თბილისში გამართული საპროტესტო აქციების დაშლის დროს, შესაძლოა, „კამიტი“ გამოიყენა. სუსის მიერ ჩატარებული გამოძიებით კი, შსს-ს არ შეუძენია და არ გამოუყენებია მომიტინგეების წინააღმდეგ ბრომობენზილციანიდი, იგივე „კამიტი“ (აკრძალული ქიმიური ნივთიერება - რედ.).
„უახლოეს დღეებში ჩვენ უკვე მივმართავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას ჩვენი საჩივრით. იმედი გვაქვს, რომ ამ დონეზევე აღიარებს BBC, რომ ფაბრიკაცია და მანიპულაცია იყო ის სიუჟეტი. თუ არ აღიარებს, მაშინ სხვა ინსტანციებიც არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, კონკრეტული მოთხოვნები მოგვიანებით გამოქვეყნდება.
„ამ ეტაპზე არ ვაპირებთ, წინასწარ ვისაუბროთ, რა იქნება შინაარსი. როცა გასაჯაროვდება, მაშინ გახდება ცნობილი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარლამენტის სპიკერის თქმით, მომდევნო ინსტანციები შეიძლება იყოს მარეგულირებელი კომისია და სასამართლო, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც.
სკანდალური რეპორტაჟი და გამოძიების დასკვნები
BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებამ 2024 წელს თბილისში გამართული საპროტესტო აქციების დაშლის დროს, შესაძლოა, „კამიტი“ გამოიყენა. გამოძიების დროს BBC-მ გამოკითხა ქიმიური იარაღის ექსპერტები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები, ექიმები და შეაგროვა მონაცემები, რომლებიც, თითქოსდა, ბრომბენზილ ციანიდის გამოყენებაზე მიუთითებს.
საპასუხოდ საქართველოში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სუსმა გამოიძია.
გამოძიების ინფორმაციით, შსს-მ 2007 და 2009 წლებში ებრაული კომპანიისგან შეიძინა „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“ თავის გამხსნელთან, „ტრიქლორეთილენთან“ ერთად, და სწორედ ეს ნივთიერება გამოიყენებოდა საქართველოში აქციების დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენებით.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა 93 მოწმე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი და მეორე სამმართველოების ბაზებიდან ამოღებულია კვლევის 25 ნიმუში.
საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს აბსოლუტურად ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება „კამიტს“.
გარდა ამისა, სუსი აღნიშნავს, რომ ლაშა შერგელაშვილი, რომლის ინფორმაციასაც მეტწილად ეყრდნობოდა BBC-ს მიერ მომზადებული სიუჟეტის ავტორის მოსაზრებები, იძებნება თბილისში იარაღის სამალავის საქმეზე.
ყველა ახალი ამბავი
0