https://sputnik-georgia.com/20260108/sturmis-mcdeloba-evrokavsiris-drosit-papuasvili-zaladobis-mxardaweraze-296569070.html
შტურმის მცდელობა ევროკავშირის დროშით ხელში - პაპუაშვილი ძალადობის მხარდაჭერაზე
შტურმის მცდელობა ევროკავშირის დროშით ხელში - პაპუაშვილი ძალადობის მხარდაჭერაზე
Sputnik საქართველო
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა მოვლენა თბილისი ცენტრში მოხდა და საბოლოო სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ეკუთვნის. 08.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-08T21:06+0400
2026-01-08T21:06+0400
2026-01-08T21:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საპროტესტო აქციები თბილისში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/10/248993498_692:60:3000:1358_1920x0_80_0_0_98f3673f97fe34bce4f3e3bfdca44c26.jpg
თბილისი, 8 იანვარი - Sputnik. ევროკავშირს დღემდე არ დაუგმია 4 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივი შტურმი, ევროკავშირის ზოგიერთმა წარმომადგენელმა მხარდაჭერაც კი გამოხატა მოვლენების მიმართ, რაც ორკესტრირებულ ჩარევაზე მიუთითებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირს ქვეყანაში რევოლუციური პროცესების მხარდაჭერაში ადანაშაულებს და მოუწოდებს მას, დაგმოს ოპოზიციის ქმედებები 4 ოქტომბრის აქციის დროს, როდესაც მომიტინგეები პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრას ცდილობდნენ.მისი თქმით, შტურმის დროს აშკარა იყო მხარდაჭერა ბრიუსელიდან პოსტებისა და ტვიტების მეშვეობით, ასევე ზოგიერთი ევროპელი ჩინოვნიკის მხრიდან. ეს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიუთითებს ნეპალის მოვლენების მსგავს, ჩარევის ორკესტირებულ სცენარზე, აქტიური გარე საინფორმაციო მხარდაჭერით.„ჩვენ ვუყურებთ იმ ფარისეველ ევროპელებს, რომლებმაც ამას მხარი დაუჭირეს და როგორც კი ჩაფლავდა ოქტომბრის რევოლუცია მაშინვე ყველა დაიმალა კუთხეებში და დღემდე ხმას არ იღებენ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მან.რაც შეეხება თავად სასამართლო პროცესებს, პაპუაშვილის თქმით, ყველა მოვლენა თბილისი ცენტრში მოხდა და საბოლოო სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ეკუთვნის.„ჩვენთვის ადამიანურად, პოლიტიკურად ყველაფერი გასაგებია. ვის რა სამართლებრივი კვალიფიკაცია ეკუთვნის, ამას სასამართლო დაადგენს”, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს.სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.შსს-ს ცნობით, პოლიციამ დააკავა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/10/248993498_908:55:2761:1444_1920x0_80_0_0_aea0da757a90239c0a771ee82b442ea6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საპროტესტო აქციები თბილისში
შტურმის მცდელობა ევროკავშირის დროშით ხელში - პაპუაშვილი ძალადობის მხარდაჭერაზე
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა მოვლენა თბილისი ცენტრში მოხდა და საბოლოო სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ეკუთვნის.
თბილისი, 8 იანვარი - Sputnik. ევროკავშირს დღემდე არ დაუგმია 4 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივი შტურმი, ევროკავშირის ზოგიერთმა წარმომადგენელმა მხარდაჭერაც კი გამოხატა მოვლენების მიმართ, რაც ორკესტრირებულ ჩარევაზე მიუთითებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირს ქვეყანაში რევოლუციური პროცესების მხარდაჭერაში ადანაშაულებს და მოუწოდებს მას, დაგმოს ოპოზიციის ქმედებები 4 ოქტომბრის აქციის დროს, როდესაც მომიტინგეები პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრას ცდილობდნენ.
„ევროკავშირს დღემდე არ დაუგმია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი მათ მიერ მხარდაჭერილი ხალხის მხრიდან... საქართველოში პრეზიდენტის სასახლის შტურმის მცდელობა მოხდა ევროკავშირის დროშით ხელში და ამას ამართლებს, თვალს უხუჭავს ევროკავშირის საელჩო და კომისია, რაც არის კატასტროფა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, შტურმის დროს აშკარა იყო მხარდაჭერა ბრიუსელიდან პოსტებისა და ტვიტების მეშვეობით, ასევე ზოგიერთი ევროპელი ჩინოვნიკის მხრიდან. ეს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიუთითებს ნეპალის მოვლენების მსგავს, ჩარევის ორკესტირებულ სცენარზე, აქტიური გარე საინფორმაციო მხარდაჭერით.
„ჩვენ ვუყურებთ იმ ფარისეველ ევროპელებს, რომლებმაც ამას მხარი დაუჭირეს და როგორც კი ჩაფლავდა ოქტომბრის რევოლუცია მაშინვე ყველა დაიმალა კუთხეებში და დღემდე ხმას არ იღებენ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება თავად სასამართლო პროცესებს, პაპუაშვილის თქმით, ყველა მოვლენა თბილისი ცენტრში მოხდა და საბოლოო სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ეკუთვნის.
„ჩვენთვის ადამიანურად, პოლიტიკურად ყველაფერი გასაგებია. ვის რა სამართლებრივი კვალიფიკაცია ეკუთვნის, ამას სასამართლო დაადგენს”, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა
4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს.
სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
შსს-ს ცნობით, პოლიციამ დააკავა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.
გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.