https://sputnik-georgia.com/20260108/qartveli-mezrvaurebis-dakavebos-sesaxeb-informacia-ar-semosula-sagareo-saqmeta-saministro-296571580.html
ქართველი მეზღვაურების დაკავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა: საგარეო საქმეთა სამინისტრო
ქართველი მეზღვაურების დაკავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა: საგარეო საქმეთა სამინისტრო
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, ტანკერის ბორტზე იმყოფებოდა საქართველოს 6 მოქალაქე, გემის კაპიტნის ჩათვლით, ასევე უკრაინის 20 და რუსეთის ორი მოქალაქე. 08.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-08T23:17+0400
2026-01-08T23:17+0400
2026-01-09T09:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/91/234329120_0:42:1498:885_1920x0_80_0_0_b88151a35c3e8af6a95e940c834135a6.jpg
თბილისი, 8 იანვარი - Sputnik. ცნობა საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით, რომლებიც, შესაძლოა, აშშ-ში დაკავებული ტანკერ Marinera-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში ყოფილიყვნენ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არ შემოსულა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.გავრცელებული ინფორმაციით, ტანკერის ბორტზე იმყოფებოდა საქართველოს 6 მოქალაქე, გემის კაპიტნის ჩათვლით, ასევე უკრაინის 20 და რუსეთის ორი მოქალაქე.აშშ-ის დესანტი ჩრდილოეთ ატლანტიკაში ტანკერის ბორტზე ოთხშაბათს 15:00 საათზე გადმოსხეს. მათთან კავშირი დაკარგულია. ტანკერმა რუსული დროშის ქვეშ გადაადგილების დროებითი ნებართვა 24 დეკემბერს მიიღო.აშშ-ის შეირაღებული ძალების ევროპული სარდლობა აცხადებს, რომ ხომალდი აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევის გამო დააკავეს. ინციდენტის კომენტირებისას, პენტაგონის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ სანქცირებული ვენესუელური ნავთობის ბლოკადა მთელ მსოფლიოში ძალაში რჩება. თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლინ ლევიტის თქმით, ტანკერის ეკიპაჟს შესაძლოა სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენონ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/91/234329120_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_7ce3fb2d290b5429c2389d94d7191495.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ქართველი მეზღვაურების დაკავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა: საგარეო საქმეთა სამინისტრო
23:17 08.01.2026 (განახლებულია: 09:18 09.01.2026) გავრცელებული ინფორმაციით, ტანკერის ბორტზე იმყოფებოდა საქართველოს 6 მოქალაქე, გემის კაპიტნის ჩათვლით, ასევე უკრაინის 20 და რუსეთის ორი მოქალაქე.
თბილისი, 8 იანვარი - Sputnik. ცნობა საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით, რომლებიც, შესაძლოა, აშშ-ში დაკავებული ტანკერ Marinera-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში ყოფილიყვნენ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არ შემოსულა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ტანკერის ბორტზე იმყოფებოდა საქართველოს 6 მოქალაქე, გემის კაპიტნის ჩათვლით, ასევე უკრაინის 20 და რუსეთის ორი მოქალაქე.
„2026 წლის 7 იანვარს აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერის Marinera-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის დასაზუსტებლად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს. ამ ეტაპზე საგარეო საქმეთა სამინისტროში ცნობა საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით არ შემოსულა“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
აშშ-ის დესანტი ჩრდილოეთ ატლანტიკაში ტანკერის ბორტზე ოთხშაბათს 15:00 საათზე გადმოსხეს. მათთან კავშირი დაკარგულია. ტანკერმა რუსული დროშის ქვეშ გადაადგილების დროებითი ნებართვა 24 დეკემბერს მიიღო.
აშშ-ის შეირაღებული ძალების ევროპული სარდლობა აცხადებს, რომ ხომალდი აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევის გამო დააკავეს. ინციდენტის კომენტირებისას, პენტაგონის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ სანქცირებული ვენესუელური ნავთობის ბლოკადა მთელ მსოფლიოში ძალაში რჩება. თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლინ ლევიტის თქმით, ტანკერის ეკიპაჟს შესაძლოა სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენონ.