https://sputnik-georgia.com/20260108/papuasvili-ass-is-mier-dasanqcirebis-muqaraze-safrangetis-reaqcias-gamoexmaura-296568766.html
პაპუაშვილი აშშ-ის მიერ დასანქცირების მუქარაზე საფრანგეთის რეაქციას გამოეხმაურა
პაპუაშვილი აშშ-ის მიერ დასანქცირების მუქარაზე საფრანგეთის რეაქციას გამოეხმაურა
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებამ მოსამართლეების წინააღმდეგ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე წაყენებულ ბრალდებებს გაუგებარი და მიუღებელი უწოდა. 08.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-08T18:16+0400
2026-01-08T18:16+0400
2026-01-08T18:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
შალვა პაპუაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
საფრანგეთი
აშშ
აშშ-ის სანქციები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ
აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/1e/294347507_0:16:2048:1168_1920x0_80_0_0_d536872b60e3c7da333cbc9e39961f4d.jpg
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა პარიზის სასამართლოს თავმჯდომარის შეშფოთებაზე, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ფრანგი მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს.მანამდე, პარიზის სასამართლოს პრეზიდენტმა პეიმან გალე-მარზბანმა მოუწოდა რომ თავი შეიკავონ „მიუღებელი და დაუშვებელი ჩარევისგან“ მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია აშშ-ის მიერ იმ მოსამართლეების შესაძლო დასანქცირების შესახებ, რომლებმაც პარტია „ეროვნული ერთობის“ ლიდერ მარინ ლე პენს ევროპული თანხების მითვისების საქმეზე პირველ ინსტანციაში განაჩენი გამოუტანეს.პოსტს უამრავი გამოხმაურება ჰქონდა. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გაიხსენეს სანქციები, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ დააწესეს.„უფ, კაი ერთი, ჩვენი მოსამართლეების დასანქცირება ხომ სრულად კანონის ჩარჩოში იჯდა“, - წერს Marika Arsenidze.„საქართველოს საქმეებში ჩარევა , განა, დანაშაული არ იყო“, - წერს Kote Chilaia.„კარგი ერთი. რასა ბრძანებთ...ესე იგი საფრანგეთი სახელმწოფოა და საქართველო არა?! მიიღეთ ახლა ის, რაც ჩემი ქვეყნისთვის გინდოდათ. ბუმერანგი, კარგი რამეა“, - წერს Maia Giorgadze.2023 წლის 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის".საქართველოს ხელისუფლებამ მოსამართლეების წინააღმდეგ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე წაყენებულ ბრალდებებს გაუგებარი და მიუღებელი უწოდა. მმართველმა პარტიამ არაერთხელ გაუსვა ხაზი სავიზო შეზღუდვების მოხსნის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება გადაიხედებოდა.
საქართველო
საფრანგეთი
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/1e/294347507_103:0:1923:1365_1920x0_80_0_0_c49a010f8610f799c752c063cbf6fc48.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შალვა პაპუაშვილი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, საფრანგეთი , აშშ , აშშ-ის სანქციები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
ახალი ამბები, საქართველო, შალვა პაპუაშვილი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, საფრანგეთი , აშშ , აშშ-ის სანქციები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
პაპუაშვილი აშშ-ის მიერ დასანქცირების მუქარაზე საფრანგეთის რეაქციას გამოეხმაურა
საქართველოს ხელისუფლებამ მოსამართლეების წინააღმდეგ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე წაყენებულ ბრალდებებს გაუგებარი და მიუღებელი უწოდა.
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა პარიზის სასამართლოს თავმჯდომარის შეშფოთებაზე, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ფრანგი მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს.
მანამდე, პარიზის სასამართლოს პრეზიდენტმა პეიმან გალე-მარზბანმა მოუწოდა რომ თავი შეიკავონ „მიუღებელი და დაუშვებელი ჩარევისგან“ მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია აშშ-ის მიერ იმ მოსამართლეების შესაძლო დასანქცირების შესახებ, რომლებმაც პარტია „ეროვნული ერთობის“ ლიდერ მარინ ლე პენს ევროპული თანხების მითვისების საქმეზე პირველ ინსტანციაში განაჩენი გამოუტანეს.
„რას არ გაიგებს კაცი“, - დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
პოსტს უამრავი გამოხმაურება ჰქონდა. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გაიხსენეს სანქციები, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ დააწესეს.
„უფ, კაი ერთი, ჩვენი მოსამართლეების დასანქცირება ხომ სრულად კანონის ჩარჩოში იჯდა“, - წერს Marika Arsenidze.
„საქართველოს საქმეებში ჩარევა , განა, დანაშაული არ იყო“, - წერს Kote Chilaia.
„კარგი ერთი. რასა ბრძანებთ...ესე იგი საფრანგეთი სახელმწოფოა და საქართველო არა?! მიიღეთ ახლა ის, რაც ჩემი ქვეყნისთვის გინდოდათ. ბუმერანგი, კარგი რამეა“, - წერს Maia Giorgadze.
2023 წლის 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის".
საქართველოს ხელისუფლებამ მოსამართლეების წინააღმდეგ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე წაყენებულ ბრალდებებს გაუგებარი და მიუღებელი უწოდა. მმართველმა პარტიამ არაერთხელ გაუსვა ხაზი სავიზო შეზღუდვების მოხსნის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება გადაიხედებოდა.