კახეთში მკვლელობა მოხდა - ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდანა
დანა - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2026
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული და ეჭვმიტანილი მეგობრები იყვნენ, მოტივად კი ეჭვიანობა სახელდება.
თბილისი, 8 იანვარი - Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ცივი იარაღით მამაკაცი მოკლეს, იუწყება ქართული მედია.
არსებული ინფორმაციით, 51 წლის კაცმა საკუთარ სახლში მეგობარს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. 48 წლის კაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 51 წლის კაცი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 108-ე - განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ მოკლული და ეჭვმიტანილი მეგობრები იყვნენ. ერთ-ერთი ვერსიით, მოტივად ეჭვიანობა სახელდება.
ყველა ახალი ამბავი
0